Thumbnail
  • '200 მილიონი ევრო მიიღეს და ჩინებულ მდგომარეობაში იმყოფებიან'
  • ხავიერ ტებასის აზრით, მადრიდელებს სუპერტრანსფერებში ხელს ვერაფერი შეუშლის

ესპანური ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი მადრიდის რეალში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “სამეფო კლუბს” ხმაურიანი ტრანსფერების განხორციელებას ხელს ვერაფერი შეუშლის.

“რეალმა გაყიდული ფეხბურთელების სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო მიიღო. ამ გადასახედიდან, მათ იმდენი ფული აქვთ, რომ მბაპესაც იყიდიან და ჰაალანდსაც. მადრიდელები ჩინებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არ დაუკარგავთ, ფინანსურად კი მაგრად მომძლავრდნენ”.

ტებასის ბოლო მოსაზრებას, ალბათ ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება, რადგანაც გასულ სატრანსფერო პერიოდში კლუბმა წამყვანი მცველები რაფაელ ვარანი და სერხიო რამოსი, შესაბამისად, მანჩესტერ იუნაიტედსა და პსჟ-ში გაუშვა. ამას გარდა, რეალი დატოვეს მარტინ ედეგორმა (არსენალი), ალვარო ოდრიოსოლამ (ფიორენტინა), ტაკეფუსა კუბომ (მალიორკა) და ბრაიმ დიასმა (მილანი).

ის, რომ “სამეფო კლუბი” პსჟ-დან ფრანგი კილიან მბაპეს გადაბირებაზე მუშაობს, დიდი ხანია იწერება, ხოლო თუკი რეალმა დორტმუნდის ბორუსიადან ნორვეგიელი ერლინგ ჰაალანდიც იყიდა, ესპანურ გრანდს ნამდვილად სუპერშეტევა ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები