Thumbnail
  • 📅 15 სექტემბერი | 🏟 ენფილდ როუდი | ⌚ 23:00 | ⚽ ლივერპული V მილანი
  • 39 წლის შვედ ვარსკვლავს აქილევსის მყესის დაზიანება აქვს

იტალიურ მილანს ინგლისურ ლივერპულთან მატჩის წინ სერიოზული პრობლემა შეექმნა! ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმირებულია და "ენფილდ როუდზე" ვერ ითამაშებს.

შვედ თავდამსხმელს აქილევსის მყესის დაზიანება აღენიშნება და განაცხადს მიღმა დარჩა. მართალია, ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ იტალიური კლუბის სამედიცინო და სამწვრთნელო შტაბებმა გადაწყვიტეს, რომ რისკზე წასვლა არ ღირს. ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა ზლატანი კვირას, სერია A-ში, იუვენტუსთან, მაგრამ ამის შანსი არსებობს.

39 წლის თავდამსხმელს ლივერპულთან ხორვატი ანტე რებიჩი ან ფრანგი ოლივიე ჟირუ შეცვლის, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა გამოჯანმრთელდა. მოგეხსენებათ, იბრაჰიმოვიჩს მუხლის ტრავმის გამო 3 თვე გაუცდა და მოედანზე წინა ტურში ლაციოსთან დაბრუნდა, როდესაც ნახევარი საათი ითამაშა და გოლიც გაიტანა.

ზლატანი გასულ უიქ-ენდზე გოლით დაბრუნდა, მაგრამ ახლა ისევ უქმობა მოუწევს

შეგახსენებთ, რომ მილანი ჩემპიონთა ლიგაზე 2014 წლის შემდეგ პირველ მატჩს ხვალ, 15 სექტემბერს ჩაატარებს და ასევე პირველად ითამაშებს "ენფილდ როუდზე". შესაძლოა, უცნაურია, მაგრამ ფაქტია, მილანს ლივერპულთან სტუმრად არასდროს უთამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები