Thumbnail

ესეც ასე: ის, რაც ახალი “ფიფას” გამოსვლამდე ყველას აინტერესებს ხოლმე, უკვე გარკვეულია!

EA Sports-მა იმ 22 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებსაც FIFA 22-ში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ. გულშემატკივრები საყვარელი მოთამაშეების მონაცემების გამოქვეყნებას, ტრადიციულად, დიდი ინტერესით ელოდნენ. წინა წელთან შედარებით, ტოპათეულში დიდი ცვლილებები არ მომხდარა. სიის სათავეში კვლავ ლიონელ მესია, რომელიც ახლა პარი სენ-ჟერმენში თამაშობს. მისი რეიტინგი საფეხბურთო სიმულატორში კვლავ 93-ით შეფასდა.

FIFA 21-თან შედარებით, მეორე-მესამე ადგილები გაცვალეს კრიშტიანო რონალდომ და რობერტ ლევანდოვსკიმ. პოლონელმა ფორვარდმა მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა და მისი რეიტინგია 92, პორტუგალიელს კი რეიტინგი დააკლდა და ახლა 91 აქვს.


ზოგადად, Electronic Arts-მა ერთბაშად ხუთ ფეხბურთელს მიანიჭა 91 რეიტინგი. მათ შორისაა FIFA 22-ის სახე კილიან მბაპე, რომელიც ზედიზედ მეორე წელია, ფიფას გარეკანზე ხვდება. გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია იან ობლაკის მონაცემებმა. ფანების აზრით, ატლეტიკოს მეკარეს 91-იანი რეიტინგი არ დაუმსახურებია. 

FIFA 22 პირველ ოქტომბერს გამოვა, ყველაზე მაღალრეიტინგული ფეხბურთელების სია კი ასე გამოიყურება:

1. ლიონელ მესი (პსჟ) – 93 

2. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) - 92 

3. კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნაიტედი) - 91 

4. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) – 91

5. კილიან მბაპე (პსჟ) – 91 

6. ნეიმარი (პსჟ) – 91

7. იან ობლაკი (ატლეტიკო) – 91 

8. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 90 

9. ნ’გოლო კანტე (ჩელსი) – 90

10. მანუელ ნოიერი (ბაიერნი) – 90 

11. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა) – 90 

12. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 89

13. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ) – 89 

14. ქარიმ ბენზემა (რეალი) – 89 

15. ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული) – 89 

16. იოზუა კიმიხი (ბაიერნი) – 89 

17. ჰიუნ მინ სონი (ტოტენჰემი) – 89

18. ალისონ ბეკერი (ლივერპული) – 89 

19. ტიბო კურტუა (რეალი) – 89

20. კაზემირო (რეალი) – 89 

21. ედერსონი (მანჩესტერ სიტი) – 89

22. სადიო მანე (ლივერპული) – 89  

კომენტარები

ბოლო ამბები