Thumbnail
  • იუვენტუსმა სერია A-ს სამ ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა
  • ანტონიო კასანომ ტურინელთა მძიმე სიტუაცია შეაფასა

იუვენტუსის კატასტროფული სტარტი ახალ სეზონში იტალიაში მთავარი სალაპარაკო თემაა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სამ ტურში გამარჯვება ვერ მოიპოვა. ტურინელებს 1951 წლის შემდეგ ასეთი ცუდი სტარტი ერთხელ, 2015/16 წლების სეზონში ჰქონდათ.

იუვეს მძიმე ვითარება იტალიის ნაკრებისა და რომას ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ შეაფასა, რომელიც ალეგრის კარგად იცნობს, რადგან მილანში მაქსის შეგირდი იყო. კასანო დარწმუნებულია, რომ თუ მომდევნო ტურში "ბიანკონერი" დამარცხდება, ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვეღარ მოახერხებს.

"სეზონის დაწყებამდე ვთქვი, რომ ალეგრის ბევრი პრობლემა ექნებოდა. ახლა ისიც დაემატა, რომ მის გუნდს სეზონში 30 გოლით ნაკლები ექნება რონალდოს გარეშე. ეს არის იუვე, რომელსაც არც თავი აქვს და არც კუდი. გუნდში აღარ თამაშობენ დიდი ფეხბურთელები, მხოლოდ კიელინი დარჩა, სხვას ასეთს ვერ ვხედავ. მაქსმა დიდი პასუხისმგებლობა აიღო, მაგრამ ძალიან რთული სიტუაციაა. კვირას, მილანთან იუვენტუსი თუ დამარცხდება, სკუდეტოსთვის ბრძოლას საბოლოოდ გამოეთიშება", - თქვა კასანომ.

იუვემ სეზონი ისე დაიწყო, ვერავინ რომ ვერ წარმოიდგენდა

ზოგადად, ანტონიო კასანო ყოველთვის გამოირჩეოდა იუვენტუსის მიმართ სკეპტიკური და კრიტიკული განცხადებებით, მაგრამ ამჯერად მას ამისთვის ყველანაირი საფუძველი აქვს. ტურინულმა გრანდმა ძალიან სუსტად დაიწყო სეზონი და საწყის სამ ტურში უდინეზესთან (2:2), ემპოლისთან (0:1) და ნაპოლისთან (1:2) ერთადერთი ქულა მოიპოვა. ამგვარად, ლიდერის პოზიციას 8 ქულით ჩამორჩება და მე-16 ადგილზეა! იუვე დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარებს პირველ მატჩს, შვედეთში მალმიოსთან, ხოლო 19 სექტემბერს, მილანს უმასპინძლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები