Thumbnail

უეფამ აიაქსის ახალი ფორმა დაიწუნა - მიზეზი ერთი შეხედვით უცნაურია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ამსტერდამელებს მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ
  • აიაქსის ფორმა ბობ მარლი-დიზაინით ყველაზე მაგრად იყიდებოდა

უეფას გადაწყვეტილებით, ამსტერდამის აიაქსი ვალდებულია ხმარებიდან ამოიღოს ან შეცვალოს ახალი ფორმა, რომელიც ბობ მარლის ხსოვნისადმი არის მიძღვნილი, მიზეზი კი მაისურზე უცხო ლოგოს დატანაა.

საუბარია საყელოს ქვემოთ გამოსახულია 3 ჩიტზე, რაც მარლის ცნობილი სიმღერის Three Little Birds გამოძახილია. “უეფას აზრით, ამას არანაირი კავშირი არ აქვს კლუბის, სპონსორის ან ფორმის მწარმოებლის ლოგოსთან, ამდენად მაისურზე არ უნდა ფიგურირებდეს”, - ნათქვამია აიაქსის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

აიაქსის ახალი ფორმა ქომაგებში არნახულად პოპულარული იყო

შეგახსენებთ, რომ ამსტერდამელებმა აღნიშნული ფორმა გასულ თვეს წარმოადგინეს და მას მწვანე, ყვითელი და წითელი ზოლები გასდევდა, რაც ცნობილი იამაიკელის მუსიკოსის საფირმო ნიშანი იყო.

უეფას გადაწყვეტილება აიაქსისთვის დიდი დარტყმა უნდა იყოს, რადგანაც ახალ გასვლით ფორმაზე ბობ მარლი-დიზაინით არნახული მოთხოვნა იყო და მან გაყიდვებით აიაქსის ყველა რეკორდი მოხსნა. 

“ჩვენი ახალი ფორმა მინიმუმ 4-ჯერ უფრო მეტად იყიდება, ვიდრე აიაქსის ნებისმიერი სხვა ფორმა. ეს უნიკალური შემთხვევაა,” – ამბობდა ცოტა ხნის წინ ამსტერდამელთა მარკეტინგის შეფი მენო გეელენი.

კომენტარები

ბოლო ამბები