Thumbnail

ული ჰიონესი: გერმანიაში ბარსელონა დიდი ხნის გაკოტრებული იქნებოდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მიუნხენის ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა მწარე სიტყვები თქვა ბარსელონაზე და ეს ყველაფერი ესპანურ გრანდთან დღევანდელი მატჩის წინ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით უნდა შედგეს. ჰიონესმა ყურადღება ბარსაში არსებულ რთულ ფინანსურ ვითარებაზე გააკეთა:

“ბარსელონა ფაქტობრივად განადგურებულია! ეს ამბავი რომ გერმანიაში ხდებოდეს, კლუბს უკვე დიდი ხანია, გაკოტრებულად გამოაცხადებდნენ და მათი საქმით სასამართლო იქნებოდა დაკავებული. ბარსელონა ჩვენთვის მისაბაძ მაგალითს ნამდვილად აღარ წარმოადგენს. მახსოვს, ერთხელ დავიდ ალაბამ მითხრა, რომ ბარსაში თამაშზე ოცნებობდა. მაშინ ვუთხარი: “ვისთან გინდა მოლაპარაკებების წარმოება? პრეზიდენტთან თუ საკონკურსო მმართველთან, რომელსაც გაკოტრების შემთხვევაში ნიშნავენ”.

შეგახსენებთ, რომ ბაიერნისა და ბარსელონას მატჩი დღეს კამპ ნოუზე 23:00 საათზეა დაგეგმილი. ეს თამაში ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფის ეგიდით შედგება, რომელშიც პორტუგალიური ბენფიკა და უკრაინული დინამო კიევიც თამაშობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები