Thumbnail
  • იუვენტუსმა ახალი სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო
  • ლეონარდო ბონუჩის მიაჩნია, რომ პრობლემა მენტალურია
  • დღეს იუვეს ჩემპიონთა ლიგაში პირველი მატჩი აქვს

მხოლოდ 1 ქულა 3 ტურის შემდეგ - იუვენტუსმა სეზონი ცუდად დაიწყო, მასიმილიანო ალეგრის რესტარტი ჯერჯერობით წარუმატებელია. ალეგრი ის კაცია, ვის ხელშიც იუვე 2015 და 2019 წლებს შორის ზედიზედ ხუთჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

ნაპოლისთან მარცხის (1:2) შემდეგ, ტურინელებს ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი უწევთ მალმიოსთან, რომლის წინ ლეონარდო ბონუჩიმ თანაგუნდელების გამოფხიზლება სცადა.

“იმ ახალგაზრდა და ახალმა ფეხბურთელებმა, რომლებიც ერთი ან ორი წელია, აქ არიან, უნდა შეიგნონ, რომ იუვეს ფორმა არ არის ისეთი, როგორიც ნებისმიერი სხვაა. ეს განსაკუთრებული ფორმაა, - აღნიშნა გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა მალმიოსთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე და დაამატა: “არასდროს გაქვს უფლება, რომ დანებდე ან ჩათვალო, რომ გამარჯვება თავისით მოვა.”

ბონუჩის აზრით, იუვენტუსის ფალშსტარტს ალეგრისთან არანაირი კავშირი არ აქვს: “ყველასათვის გასაგებია, რომ მენტალურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. სწორედ ამიტომ, საკუთარ თავებთან, საკუთარ ტვინებთანაც უნდა ვიმუშავოთ.”

ლეომ ისიც თქვა, რომ იუვეს შეუძლია, უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს, მაგრამ თუ თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე არ დაიხარჯება და ყველაფერს არ გაიღებს, ბევრი ისეთი თამაში გამოვა, როგორიც ტურინელებმა სერია A-ს პირველ სამ ტურში ჩაატარეს - 2:2 უდინეზესთან, 0:1 ემპოლისთან, 1:2 ნაპოლისთან.

კომენტარები

ბოლო ამბები