Thumbnail

აკი ბაშო | ტოჩინოშინი მეორედ დამარცხდა და უარყოფით ბალანსზე გავიდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 33 წლის ქართველმა სუმოისტმა შემოდგომის სუპერტურნირზე ზედიზედ მეორედ წააგო
  • მისმა იაპონელმა მეტოქემ ჰენკა განახორციელა და იორიკირის დაფიქსირება არ გასჭირვებია

33 წლის ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე უარყოფით ბალანსზე (მაკე-კოში) გავიდა.

დასავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინმა აკი ბაშო მოგებით კი დაიწყო, თუმცა, შემდეგ ზედიზედ 2 ორთაბრძოლა წააგო. დღეს გორგაძე დასავლეთისვე მე-13 მაეგაშირა ცურუგიშოს გაეჯიბრა და მასთან კარიერაში პირველად წააგო.

30 წლის იაპონელმა სასტარტო შეჯახებას თავი აარიდა, ჰენკა განახორციელა, ამით სასურველი ჩავლება აიღო და იორიკირის განხორციელება აღარ გასჭირვებია.

შემოდგომის სუპერტურნირის მე-4 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-10 მაეგაშირა მიოგირიუ იქნება, რომელთანაც ქართველ სეკიტორს ორთაბრძოლების დიდი ისტორია გააჩნია. გორგაძე 34 წლის ექს-სეკივაკეს 27-ჯერ შეხვედრია და უარყოფითი ბალანსი აქვს – 12 მოგება, 15 მარცხი.

კომენტარები

ბოლო ამბები