Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელია ერთ-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა, მან ურალთან 4:0 მოგებულ შეხვედრაში თავი კარგი თამაშითა და საგოლე პასით გამოიჩინა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი დანიელი დებიუტანტი ანდერს დრეიერი გახდა, რომელმაც ჰეთ თრიკი შეასრულა. პირველი გოლი მან სწორედ კვარაცხელიას პასით გაიტანა, შეტევა ეფექტურად, ქუსლით დაასრულა.

ანდერს დრეიერი (რუბინი): ‘ქუსლით გავიტანე, თუმცა, როცა კვარაცხელიას ჩაწოდებული დავინახე, სხვა შანსი უბრალოდ არ იყო. ეს იყო შესანიშნავი საგოლე პასი და გოლი’.

ლეონიდ სლუცკი (რუბინის მწვრთნელი): ‘დრეიერი კომბინაციური სტილის ფეხბურთელია და დიდად არის დამოკიდებული თანაგუნდელებზე. აი, კვარაცხელია ჰიპერინდივიდუალისტია, მასზე ნაკლებად მოქმედებს თანაგუნდელების ფორმა’.

კომენტარები

ბოლო ამბები