Thumbnail

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის საფლავი გაძარცვეს - ბრინჯაოს ბიუსტი მოიპარეს

  • ოლიმპიური ჩემპიონის, ვლადიმერ აფციაურის საფლავიდან ბრინჯაოს ბიუსტი წაიღეს
  • აფციაურმა ოლიმპიური ჩემპიონობა ფარიკაობაში 1988 წელს მოიპოვა

ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის, ვლადიმერ აფციაურის საფლავი გაძარცვეს. მძარცველებმა მოფარიკავის საფლავიდან ბრინჯაოს ბიუსტი მოიპარეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება. სოციალურ ქსელში ფოტოები მოფარიკავის შვილმა გაავრცელა.

ვლადიმერ აფციაური 2012 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა.

აფციაურმა ოლიმპიური ოქრო 1988 წელს მოიპოვა. 20 წლის ასაკში მან საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი შეცვალა - ვლადიმირ სმირნოვმა ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად აფციაური გამოიყვანეს, რომელმაც ჯერ იტალიელებს მოუგო, ხოლო ფინალში ფრანგებთან ოთხივე ბრძოლაში შეძლო გამარჯვების მოპოვება.

კომენტარები

ბოლო ამბები