Thumbnail

რუმენიგე: სუპერლიგაზე რომ უარი არ გვეთქვა, პირადი მცველების აყვანა მოგვიწევდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'დამტკიცდა, რომ კრიტიკულად განწყობილი ქომაგების აზრს ყველგან მნიშვნელობა აქვს'
  • მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ჩაშლილ ტურნირზე ისაუბრა

მიუნხენის ბაიერნის ყოფილი გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე სუპერლიგის ჩაშლილ პროექტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გერმანულ გრანდს ტურნირზე უარის თქმის გარდა, სხვა არჩევანი არც ჰქონდა:

“მე ყოველთვის კარგად გააზრებული გადაწყვეტილებების მომხრე ვიყავი. საერთოდაც, გერმანიაში ამგვარ ამბებს უფრო მტკივნეულად უყურებენ, ვიდრე, იგივე ინგლისურ, იტალიურ თუ ესპანურ ლიგებში, თუმცა, სუპერლიგამ დაამტკიცა, რომ კრიტიკულად განწყობილი ქომაგების აზრს ყველგან დიდი მნიშვნელობა აქვს. ცნობილია, რომ ბაიერნი გარკვეულ დისტანციას თავიდანვე ინარჩუნებდა. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ვფიქრობ, ჩვენი ქომაგების რეაქციის გამო, პირადი მცველების აყვანა მოგვიწევდა. შეიძლება ვიღაცას გარკვეული ნოსტალგიები ჰქონდეს, თუმცა, ვთვლი, რომ მიმზიდველობისა და საზოგადოებრივი განწყობების მხრივ, ფეხბურთი არასდროს ყოფილა იმაზე უკეთესი, ვიდრე ახლაა”.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში სუპერლიგის შექმნის შესახებ ინგლისურმა მანჩესტერ იუნაიტედმა, მანჩესტერ სიტიმ, ტოტენჰემმა, ლივერპულმა, ჩელსიმ და არსენალმა, ესპანურმა ბარსელონამ, ატლეტიკო და რეალმა, იტალიურმა მილანმა, ინტერმა და იუვენტუსმა გამოაცხადეს. გულშემატკივრების პროტესტისა და ფიფასა და უეფას მხრიდან სანქციებთან დაკავშირებული მუქარის შედეგად, პროექტში მხოლოდ რეალი, ბარსელონა და იუვენტუსი დარჩნენ, თუმცა, ამ ეტაპზე მათი იდეას განხორციელება აღარ უწერია.

კომენტარები

ბოლო ამბები