Thumbnail

სუპერ რაგბი: ჯაბა ბრეგვაძე ბოლო წუთებზე შეცვალეს, სანვულვზმა ისევ წააგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რებელსი 40:13 სანვულვზი
  • ჯაბა ბრეგვაძემ სასტარტოში დაიწყო
  • სანვულვზი ბოლო ადგილზე რჩება

ჯაბა ბრეგვაძის სანვულვზმა სუპერ რაგბის გათამაშებაში მორიგი შეხვედრა გამართა. იაპონური კლუბი, ზედიზედ ორი მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, ავსტრალიურ რებელსთან 40:13 დამარცხდა. ავსტრალიელებმა პირველი ტაიმი 8 ქულით მოიგეს - მსაჯმა მეორე ნახევარში ჰოსეა საუმაკი გაასინბინა, რითიც ავსტრალიელებმა ისარგებლეს და მეტოქეს 27-ქულიანი სხვაობით მოუგეს.

► სენსაცია! ქართველების გუნდის პირველი გამარჯვება სუპერ რაგბიში
► არეკნი ბოლო წამზე! ქართველების სანვულვზმა სუპერ რაგბიში მორიგი მატჩი მოიგო

ჯაბა ბრეგვაძემ შეხვედრა სანვულვზის ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ქართველი მორაგბე მატჩის 73-ე წუთზე აცუში საკატემ შეცვალა. სანვულვზს 12 მატჩში 2 მოგება და 10 მარცხი აქვს, იაპონელები ბოლო ადგილზე არიან. მათი მომდევნო მეტოქე ავსტრალიური ბრამბისი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები