Thumbnail

აკი ბაშო | ტოჩინოშინის პირველი მარცხი - ენდომ ის დოჰიოდან გაიყვანა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • იაპონელმა სუმოისტმა ტოჩინოშინი იორიკირით დაამარცხა
  • ქართველი სეკიტორის მაჩვენებელი თითო მოგება-წაგებაა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა, რომელიც აკი ბაშოს დასავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, შემოდგომის სუპერტურნირზე პირველი მარცხი განიცადა.

დღეს, ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში”, ქართველი სეკიტორი აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ენდოს გაეჯიბრა და იორიკირით წააგო. სამწუხაროა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ დიდი ბრძოლა არ ყოფილა. იაპონელმა სუმოისტმა თავიდანვე მძლავრად შეუტია და ქართველი დოჰიოდან, ფაქტობრივად, პირველივე მიძალებით გაიყვანა.

საინტერესოა, რომ ტოჩინოშინი და ენდო ერთმანეთს უკვე მეთვრამეტედ შეხვდნენ და ახლა, მათ შორის სრული თანაფარდობაა. აკი ბაშოს მე-3 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-13 მაეგაშირა ცურუგიშო იქნება, რომელსაც ლევანი 2-ჯერ შეხვედრია და ორივე ორთაბრძოლა მოგებული აქვს.

ამ დროისთვის, შემოდგომის სუპერტურნირს მაქსიმალური შედეგით ერთბაშად 11 მონაწილე ლიდერობს, რომელთა შორის იოკოძუნა ტერუნოფუჯიც არის.

კომენტარები

ბოლო ამბები