Thumbnail

ყვითელაშვილის კარგი სტარტი - ბრინჯაოს მედალი იტალიურ ჩელენჯერზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მორის ყვითელაშვილმა Challenger Series Lombardia Trophy-ზე იასპარეზა
  • ქართველმა მოციგურავემ თავისუფალ პროგრამაში 3 ოთხმაგი ნახტომი შეასრულა

ქართველმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა ახალი სეზონის პირველ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და იტალიის ქალაქ ბერგამოში გამართულ ჩელენჯერზე, თავისი ახალი პროგრამით, ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.

26 წლის ყვითელაშვილმა Challenger Series Lombardia Trophy-ზე მოკლე პროგრამაში 76.52 ქულა (39.32 ტექნიკური ელემენტებისთვის+37.20 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღო და მე-4 ადგილი დაიკავა.

მორისი გაცილებით უკეთ გამოვიდა თავისუფალ პროგრამაში, სადაც ერთბაშად 3 ოთხმაგი ნახტომი შეასრულა და მსაჯებისგან 159.66 ქულა (82.86 ტექნიკური ელემენტებისთვის+76.80 პროგრამული კომპონენტებისთვის) დაიმსახურა, რაც მე-2 შედეგი იყო.

საერთო ჯამში, ყვითელაშვილმა 236.18 ქულა მოაგროვა და მხოლოდ იტალიელ დანიელ გრასლსა (247.80) და ფრანგ ადამ სიაო ჰიმ ფას (237.39) ჩამორჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები