Thumbnail

საქართველოს მოყვარულთა თასის გათამაშების ფინალში ფოთის ჭაბონამამ თბილისის ნახალოვკა 4:0 დაამარცხა და ქვეყნის თასი მოიპოვა. ფინალამდე ჭაბონამამ დასავლეთის ზონაში წყალტუბო 1:2 დაამარცხა, ხოლო ნახალოვკამ აღმოსავლეთის ზონის ფინალი მეჯვრისხევს 3:1 მოუგო.

ჭაბონამას ფეხბურთელები პირველი გოლის შემდეგ
ფოტო: ფეხბურთის ფედერაცია

ჭაბონამა მომავალი წლიდან 2018/19 წლების უეფას რეგიონთა თასის გათამაშებაში ჩაერთვება. ფოთელები B ჯგუფის მატჩებს რუმინეთის, სლოვენიის და შოტლანდიის გუნდების წინააღმდეგ გამართავენ.

მატჩზე წყალტუბოში ჩასული ფოთელი გულშემატკივრები
ფოტო: ფეხბურთის ფედერაცია

უეფას რეგიონთა თასი 1999 წლიდან ტარდება და მასში სამოყვარულო გუნდები მონაწილეობენ. პირველად რეგიონთა თასზე საქართველოდან თბილისის თბილისმა იტალიაში გამართულ ტურნირზე 1999 წელს იასპარეზა და მაშინ თბილისელმა მოყვარულებმა ჯგუფიდან გასვლაც მოახერხეს.

კომენტარები

ბოლო ამბები