Thumbnail

ჭადრაკი | ჯოჯუა და ძაგნიძე - მაია ჩიბურდანიძის თასის გამარჯვებულები

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რაპიდში საერთაშორისო ტურნირში დავით ჯოჯუამ და ნანა ძაგნიძემ იმარჯვეს
  • 13-16 სექტემბერს ნონა გაფრინდაშვილის სახელობის შეჯიბრი გაიმართება

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი სწრაფ ჭადრაკში (რაპიდი) “მაია ჩიბურდანიძის თასი 2021”, რომლის გამარჯვებულებიც დავით ჯოჯუა (2505) და ნანა ძაგნიძე (2455) გახდნენ.

ჯოჯუამ 8 ტური დაუმარცხებლად განვლო. დავითმა ბოლო ტურში თეთრი ფიგურებით ბრაზილიელი ალექსანდრ ფიერი (2524) დაამარცხა და 5.5 ქულა მოაგროვა. მან უახლოეს კონკურენტებს – თორნიკე სანიკიძესა (2500) და ნიკოლოზ მანაგაძეს (2427) ნახევარი ქულით გაუსწრო.

კიდევ უფრო დამაჯერებელი იყო ძაგნიძე, რომელმაც 6.5 ქულა მიითვალა. ვერცხლის მედალი ბელა ხოტენაშვილმა (2383) მოიპოვა, რომელმაც თავი 6.0 ქულას მოუყარა. მე-3 ადგილზე ნინო ხომერიკი (2342) გავიდა 4.5 ქულით.

გასული ტურნირი შვეიცარიული სისტემით ჩატარდება, დროის კონტროლი – 45 წუთი პარტიის ბოლომდე, 10 წამის დამატებით ყოველ სვლაზე. ტურნირის საპრიზო ფონდი 32 650 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ 13-16 სექტემბერს თბილისშივე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები