Thumbnail

ძიუდო | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდურ შეჯიბრში მედლების გარეშე დარჩა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ძიუდოში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლუქსემბურგში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალები გუნდურ შეჯიბრში სცადა და ნახევარფინალამდე მისვლაც მოახერხა, თუმცა, საბოლოოდ, მედლების გარეშე დარჩა.

ქართველი ძიუდოისტები ტურნირში მეოთხედფინალიდან ჩაებნენ, სადაც პორტუგალიას 4:3 სძლიეს, მომდევნო შეხვედრებში კი უფერულად გამოიყურებოდნენ. საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში საფრანგეთთან 1:4 წააგო, მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში კი ნიდერლანდებს ვერ გაუმკლავდა – 2:4.

ბრინჯაოს მედლებისთვის დაპირისპირებაში, ორთაბრძოლები მხოლოდ კოტე კაპანაძემა (73 კგ.) და საბა ინანეიშვილმა (+90 კგ.) მოიგეს, ნინო გულბანი (70 კგ.), ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ.), სალომე მაყიშვილი (+70 კგ.) და ეთერ ასკილაშვილი (57 კგ.) კი დამარცხდნენ.

ცნობისთვის, გუნდური პირველობის გამარჯვებული საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში თურქეთს 4:0 სძლია, ბრინჯაოს მედლებს კი, ნიდერლანდების გარდა, რუსეთი დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ შეჯიბრში საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები