Thumbnail

'რთულია, ეს ტკივილი გადმოსცე' - დავითაშვილი ვახტანგ ჩარკვიანს დაემშვიდობა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ზურიკოს ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში
  • დავითაშვილი და ჩარკვიანი დინამო თბილისის აკადემიაში ერთად თამაშობდნენ

ტულას არსენალის ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი ყოფილი თანაგუნდელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალებას გამოეხმაურა. მან მოსკოვის ცსკა-სთან მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ჩარკვიანს არასდროს დაივიწყებს.

"დღეს შენი დღეა ჩემო ძმაო, ყველას გული დაგვწყვიტე და რთულია გადმოსცე ეს ტკივილი, მშვიდად განისვენე, მოგვენატრები და მუდამ ჩვენს გულში იქნები", - დაწერა ინსტაგრამში დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ჩარკვიანი ორი დღის წინ კორონავირუსით 20 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან ვირუსმა ფილტვები დაუზიანა და საავადმყოფოში 12 დღე მკურნალობდა, მაგრამ სამწუხაროდ ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოახერხეს. ჩარკვიანი დინამო თბილისის აკადემიაში დავითაშვილის გარდა, ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი იყო.

ტულის არსენალმა რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურში მოსკოვის ცსკა-სთან შინ 2:2 ითამაშა, დავითაშვილი კი მოედანზე 59-ე წუთიდან გამოჩნდა.

კომენტარები

ბოლო ამბები