Thumbnail

საშინელი დაბრუნება - ევანდერ ჰოლიფილდმა პირველ რაუნდსაც ვერ გაუძლო

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ევანდერ ჰოლიფილდი ვიტორ ბელფორტთან დამარცხდა
  • კრივის ლეგენდა ამბობს, რომ მსაჯმა ბრძოლა ნაადრევად გააჩერა

ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი, ლეგენდარული მოკრივე, ევანდერ ჰოლიფილდი გუშინ რინგზე დაბრუნდა და პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

58 წლის ჰოლიფილდი, MMA-ს 44 წლის ვეტერანს, 14 წლით უმცროს, ბრაზილიელ - ვიტორ ბელფორტს დაუპირისპირდა და როგორც აღმოჩნდა, ეს ცუდი იდეა იყო.

1984 წლის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანმა, ბოლოს 2011 წელს იჩხუბა, როდესაც დანიელი ბრაიან ნილსენი დაამარცხა და კარიერა დაასრულა. "არ ვიყავი გათიშული..." - ამბობდა ბრძოლის შემდეგ ჰოლიფილდი. "მაგრამ რას ვიზამთ, მსაჯმა ცუდად გააჩერა ბრძოლა."

თავდაპირველად, ბელფორტის მეტოქე ოსკარ დე ლა ჰოია გახლდათ, რომელსაც Covid-19 დაუდასტურდა და ჰოლიფილდი ბრძოლას 8 დღით ადრე დათანხმდა.

კომენტარები

ბოლო ამბები