Thumbnail
  • მონპელიესა და ბრივის მატჩი ექვსმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა
  • მატჩში დადებული 8 ლელოდან ორი ქართველების ანგარიშზეა

TOP 14-ის მე-2 ტურში მონპელიემ ბრივს უმასპინძლა და მეტოქეს 22 ქულით მოუგო - 39:17. გელა აფრასიძე მონპელიეს ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის მეოთხე წუთზე ლელოს გატანაც მოახერხა.

ბრივის სათადარიგო სკამზე 8 მორაგბიდან 5 ქართველი იყო: თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე, ვანო კარაკაძე, ოთარ გიორგაძე და ლუკა ჯაფარიძე. ლობჟანიძე მოედანზე პირველ ტაიმშივე შევიდა, ხოლო დანარჩენი 4 მორაგბე მეორე ტაიმში ჩაერთო შეხვედრაში. ვანო კარკაძემ მატჩის 68-ე წუთზე ლელოს დადება მოახერხა, მაგრამ ბრივი მაინც დიდი სხვაობით დამარცხდა.

მონპელიემ სეზონში პირველი მოგება იზეიმა. მათ პირველ ტურში ტულონთან ფრედ ითამაშეს. ბრივს ერთი მოგება და ერთი მარცხი აქვს. ქართველებს გუნდმა პირველ ტურში პერპინიანს 36:15 მოუგო.

VIDEO - RUGBY XV

კომენტარები

ბოლო ამბები