Thumbnail

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ლუქსემბურგში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. 100 კილოგრამამდე და მძიმე წონაში 4 ქართველი ძიუდოისტი ფინალურ ბლოკში მონაწილეობდა.

ილია სულამანიძემ 100-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სლოვაკ ვიქტორ ადამს ბრძოლის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე იპონით სძლია. ამავე წონით კატეგორიაში მიხეილ ჯაფარიძემ ფინალი დათმო. მან პოლონელ ძიუდოისტთან მიხალ იედრჟეივსკისთან წააგო.

ირაკლი დემეტრაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში პოლონელ ვოციეხ კორდიალიკთან დამარცხდა. ირაკლი შეხვედრას ვაზარით იგებდა, მაგრამ მეტოქემ შებოჭვაზე დაიჭირა და ბრძოლა იპონით დაასრულა.

საბა ინანეიშვილი ევროპის ჩემპიონატი ფინალში უნგრელ რიჩარდ სიპოჩს შეხვდა და ვაზარით დამარცხდა.

საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა 1 ოქროთი, 2 ვერცხლითა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები