Thumbnail
  • ნიკა ხარაზიშვილმა საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა
  • თორნიკე ფოლადიშვილმა რუს მეტოქეს აჯობა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ლუქსემბურგში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს. ნიკა ხარაზიშვილმა (90 კგ) საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. მან ფინალში ტიგო რენესი დაამარცხა. ნიკამ მეტოქეს ჯერ ვაზარი აუღო, რის შემდეგაც ნიდერლანდელი იპონზე დააგდო და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.


თორნიკე ფოლადიშვილი (90 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მან რუს იშხან ედისულთანოვს ვაზარით აჯობა და საქართველოს პირველი ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

სამწუხაროდ, 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბადეები ცუდად დალაგდა, რადგანაც ნიკა ხარაზიშვილი და თორნიკე ფოლადაშვილი ერთ ბადეში მოხვდნენ. ქართველები ერთმანეთს მეოთხედფინალში შეხვდნენ და ხარაზიშვილმა მეტოქეს იპონით აჯობა.


საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულ ნაკრებს ლუქსემბურგში ამ დროისთვის 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები