Thumbnail
  • ლუქსემბურგში ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ხვალ დასრულდება
  • მესამე საჭიდაო დღეს ტატამიზე 7 ქართველი ძიუდოისტი გავიდა
  • საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გუნდურ ასპარეზობაში ჩაერთვება

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ლუქსემბურგში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს.

მესამე საჭიდაო დღეს ტატამიზე 7 ქართველი ძიუდოისტი გავიდა: ნიკა ხარაზიშვილი და თორნიკე ფოლადიშვილი (ორივე 90კგ), მიხეილ ჯაფარიძე და ილია სულამანიძე (ორივე 100 კგ), ირაკლი დემეტრაშვილი და საბა ინანეიშვილი (+100 კგ), ასევე სალომე მაყიშვილი (+78 კგ). სამწუხაროდ, მაყიშვილმა იტალიელ ასია ტავანოსთან ბრძოლა 15 წამში იპონით დათმო და ასპარეზობას გამოეთიშა.

ოქროს მედლის შანსი აქვთ ნიკა ხარაზიშვილსა და საბა ინანეიშვილს, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის თორნიკე ფოლადიშვილი, ილია სულამანიძე, მიხეილ ჯაფარიძე, ირაკლი დემეტრაშვილი იბრძოლებენ.

90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბადეები ცუდად დალაგდა, რადგანაც ნიკა ხარაზიშვილი და თორნიკე ფოლადაშვილი ერთ ბადეში მოხვდნენ. ქართველები ერთმანეთს მეოთხედფინალში შეხვდნენ და ხარაზიშვილმა მეტოქეს იპონით აჯობა.


ფოლადიშვილმა რეპეშაჟში გადაინაცვლა და იქ თურქე აჰმეტ ჩუჰარდარს იპონით მოუგო. თორნიკე ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ნიკა ხარაზიშვილი ნახევარფინალში უნგრელ პიტერ საფრანის შეხვდა და ფინალის საგზური მოიპოვა. ნიკა საქართველოსთვის პირველი ოქროს მოტანას ეცდება.

100-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მიხელ ჯაფარიძე და ილია სულამანიძე პირველი წრიდან თავისუფლები იყვნენ. მათ ნახევარფინალმდე 2-2 მეტოქე დაამარცხეს. სამწუხაროდ, ჯაფარიძე უნგრელ ვეგთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლის მოსაგებად პოლონელ მიხალ იედრჟეივსკის დაუპირისპირდება. სულამანიძეც ბრინჯაოსთვის იჭიდავებს, მან ნახევარფინალი რუს მატვეი კანიკოვსკისთან დათმო.

მძიმე წონის ნახევარფინალში ირაკლი დემეტრაშვილი და საბა ინანეიშვილი ნახევარფინალში გავიდნენ, დემეტრაშვილმა ნახევარფინალი უნგრელ რიჩარდ სიპოცთან დათმო. ინანეიშვილი კი ნახევარფინალში უკრაინელ ოლექსეი გალაკას შეხვდა და მეტოქეს იპონით სძლია. ფინალური ბლოკი 18:00-საათიდან დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები