Thumbnail

კუთხურიდან ჩაახვია! - ელოშვილმა ავსტრიაში გამარჯვების გოლი გაიტანა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლევან ელოშვილმა კაპფენბერგს მოაგებინა
  • 23 წლის ლეგიონერის განსაკუთრებული გოლი

ავსტრიის მე-2 ლიგაში ლევან ელოშვილის კაპფენბერგერმა აპრილის მერე პირველად მოიგო საშინაო შეხვედრა, 69-ე წუთიდან ათი კაცით დარჩენილმა ქართველი ლეგიონერის სუპერგოლით 1:0 მოიგო დერბიში ლაფნიცთან. კაპფენბერგი 6 ქულით მე-12 ადგილზეა.

63-ე წუთზე ლევანმა კუთხური ისე მოაწოდა, რომ ბურთი სტუმართა კარის ახლო კუთხეში გავიდა. 23 წლის ნახევარმცველს ამ სეზონში 7 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს. ის უკვე მე-6 სეზონია კაფფენბერგში და სულ 99 თამაშში 15 გოლი აქვს გატანილი. 

კომენტარები

ბოლო ამბები