Thumbnail
  • შაბათი / 22:45 / კიევი
  • 1981 წლის ამბები და რეალის ბოლო მარცხი
  • სტატისტიკა და საინტერესო ფაქტები

ხვალ, კიევის ოლიმპურ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, სადაც ლიგის მოქმედი გამარჯვებული მადრიდის რეალი - იურგენ კლოპის და მო სალაჰის ლივერპულს შეხვდება.

მადრიდელები შეეცდებიან ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგონ, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. რეალს ჩემპიონთა ლიგა/თასი 12-ჯერ აქვს მოგებული, რაც რეკორდული რაოდენობაა. ბოლოს კარდიფის ფინალში, მადრიდელებმა ტურინის იუვენტუსი დააარცხეს.

ზინედინ ზიდანი
"ეს ჩემპიონთა ლიგაა და ჩვენ ფინალში ზედიზედ მესამედ ვართ! თქვენ კიდევ მეუბნებით, რომ მოწინააღმდეგეს უფრო მეტად უნდა ამ თასის მოგება... როგორ მიბედავთ ამის თქმას? კი, სამის ზედიზედ მოგება ძალიან მინდა და ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ!"

ლივერპულმა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო გათამაშება ბოლოს - 2005 წელს მოიგო, სადაც ისტანბულში რაფაელ ბენიტესმა დრამატულ ფინალში კარლო ანჩელოტის სუპერ მილანი დაამარცხა. რამდენიმე დღის წინ რაფამ განაცხადა, რომ იურგენ კლოპის გუნდი მის ლივერპულზე ბევრად უკეთესია.

"არ აქვს მნიშვნელობა რეალმა ბოლო წლებში ლიგა რამდენჯერ მოიგო" ამბობს მოჰამედ სალაჰი. "როცა მოედანზე გავალთ, 11-ი, 11-ზე დავრჩებით და 90 წუთი გვექნება სათამაშო, მაგ მომენტში რეალის საკლუბო მუზეუმზე ნამდვილად არ ვიფიქრებ."

იურგენ კლოპი
"გასაოცარი გზა გავიარეთ და ზუსტად ისე ვიმსახურებთ იმ ადგილს, სადაც ვართ, როგორც რეალი. კი, ისინი, სამივე ფინალში თითქმის ერთი გუნდით გავიდნენ და ეს ძლიერი მხარეა, ეს ფაქტია, მაგრამ... გახსოვდეთ, რომ ეს ასევე ფეხბურთია!"

გამოკითხვა

კლოპი ლიგის მოგებას მეორე ცდაზე შეეცდება!

  • შეძლებს და გაიმარჯვებს
  • თასი რეალს დარჩება

1981 წლის ამბები და რეალის ბოლო წაგებული ფინალი

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების მთავარი დაპირისპირება და შაბათის ფინალის პირველი სერია - 1981 წელს გაიმართა, როდესაც პარიზში ბობ პეისლის ლივერპულმა, რეალი ალან კენედის გოლით დაამარცხა.

ბობ პეისლი

ამ ფინალის მოგებით, მერისადიელების ლეგენდარულმა მწვრთნელმა - ბობ პეისლიმ ჩემპიონთა თასი მესამედ მოიგო, ეს რეკორდი კარლო ანჩელოტიმ მხოლოდ 2014 წელს, მადრიდის რეალით გაიმეორა. წელს კი, იგივე რეალით, ამ შედეგის მიღწევა ზინედინ ზიდანსაც შეუძლია, იმ განსხვავებით, რომ ანჩელოტი-პეისლისგან განსხვავებით, ზიდანის მონაგარში სიტყვა 'ზედიზედ' იქნება ჩამატებული.

1981 წლის ფინალი ბოლო ფინალია, სადაც რეალი დამარცხდა და ასევე ბოლო ფინალია, სადაც ესპანურმა კლუბმა ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალური დაპირისპირება ინგლისურ კლუბთან წააგო. მასშემდეგ ბარსელონამ ჯერ არსენალი დაამარცხა - 2006-ში; შემდეგ კი ორჯერ მანჩესტერ იუნაიტედი - 2009, 2011 წლებში.

გამოკითხვა

ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა არავის მოუგია!

  • ზიდანი ისტორიას გადაწერს
  • თასი ლივერპულს დარჩება

სტატისტიკა და საინტერესო ფაქტები

► კიევში გამარჯვების შემთხვევაში, მადრიდის რეალი 1976 წლის შემდეგ გახდება პირველი გუნდი, ვინც ჩემპიონთა ლიგის/თასის მოგებას ზედიზედ მესამედ შეძლებს. ბოლოს ეს მიუნხენის ბაიერნმა გააკეთა 1974-76 წლებში.

► გამარჯვების შემთხვევაში მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი - ზინედინ ზიდანი გახდება პირველი მწვრთნელი, ვისაც ჩემპიონთა ლიგა/თასი ზედიზედ სამჯერ ექნება მოგებული.

► კიევში წარმატება, ლიგის იტორიაში საუკეთესო ბომბარდირს - კრიშტიანო რონალდოს აქცევს მეხუთე ფეხბურთელად ვისაც ეს ტურნირი 5-ჯერ ექნება მოგებული - ფრანცისკო ხენტო (ერთადერთი 6 მოგებით), ალფრედო დი სტეფანო, ხოსე მარია სარაგა და მილანის - პაოლო მალდინი.

► მადრიდელები ლივერპულთან 1981 წლის ფინალში დამარცხდნენ, ეს იყო ბოლო ჩემპიონთა ლიგის/თასის ფინალი, რომელიც რეალმა წააგო.

► 1981 წლის ფინალი ბოლო ფინალია, სადაც რეალი დამარცხდა და ასევე ბოლო ფინალია, სადაც ესპანურმა კლუბმა ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალი ინგლისურ კლუბთან წააგო. მასშემდეგ ბარსელონამ ჯერ არსენალი დაამარცხა - 2006; შემდეგ კი ორჯერ მანჩესტერ იუნაიტედი - 2009, 2011.

► ევროთასებზე ესპანური კლუბების შედეგბი ინგლისურების წინააღმდეგ -  15 მოგება, 11 ფრე, 11 წაგება, 52 გატანილი გოლი, 43 გაშვებული.

► ლივერპულის შედეგები ესპანური კლუბების წინააღმდეგ - 14 მოგება, 12 ფრე, 11 წაგება, 46 გატანილი გოლი, 38 გაშვებული გოლი. ბოლოს ლივერპულმა ესპანური გუნდი, ინგლისს გარეთ 2009 წელს დაამარცხა და ეს მადრიდის რეალი იყო.

► კრიშიატნო რონალდოს 152 მატჩი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული, ერთით მეტი ვიდრე ხავი ერნანდესს. მხოლოდ იკერ კასილასს აქვს უკეთესი შედეგი - 162 მატჩი.

► ჯეიმს მილნერმა რომასთან ნახევარფინალში ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა - ინგლისელმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Widget
გამოკითხვა

ვინ გაიტანს მეტს?

  • მთელი რეალი
  • მოჰამედ სალაჰი
Auto Widget Off

კომენტარები

ბოლო ამბები