Thumbnail

დიდი დანაკლისი - შოტლანდია ლიონის 3 მოთამაშეს ქვეყანაში არ უშვებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • შოტლანდიის მთავრობა ლიონის სამ მოთამაშეს ქვეყანაში არ შეუშვებენ
  • ფრანგული კლუბის ფეხბურთელები წითელი ზონის ქვეყნებში იყვნენ

შოტლანდიის მთავრობამ ფრანგულ ლიონს უკვე გაუგზავნა წერილი, სადაც წერია, რომ ლიონის სამი მოთამაშე შოტლანდიაში ვერ ჩავა, რადგანაც ისინი ბრიტანეთის მთავრობის მიერ წითელი ზონად გამოცხადებულ ქვეყნებში იმყოფებოდნენ.

გლაზგოს რეინჯერსთან ბრაზილიელები ლუკას პაკეტა, ბრუნო გიმარაეში და ზიმბაბველი ფილიანა კადევერე ევროპალიგის პირველ ტურში ვერ ითამაშებენ.  პაკეტა და გიმარაეში პერუსთან 10 სექტემბერს ითამაშებენ და საფრანგეთში დროულად დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

აღსანიშნავია, რომ ამავე რეგულაციების გამო, ლაიპციგს მანჩესტერ სიტისთან ამადუ აიდარა ვერ ეყოლება, ხოლო ნაპოლის ლესტერთან დავიდ ოსპინა ვერ დაეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები