Thumbnail
  • გიორგი სარდალიშვილმა საქართველოს ვერცხლის მედალი მოუტანა
  • ქართველმა ძიუდოისტმა ფინალი ფრანგ მეტოქესთან დათმო

ლუქსემბურგში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. 60-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გიორგი სარდალიშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. მან ფინალური ბრძოლა ფრანგ რომან ვალადირ პიკასთან დათმო.


სარდალიშვილმა ფინალამდე ბერძენ გეორგიოს კესიდისს იპონით აჯობა, რის შემდეგაც იტალიელი ჯუზეპე დე ტულიო დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

ქართველმა ძიუდოისტმა დენი ალტემიროვს ჯერ ვაზარი აუღო და შეხვედრა იპონით დაასრულა. გიორგიმ ნახევარფინალშიც მარტივად გაიმარჯვა. მან ისრაელის წარმომადგენელ მატან კოკოლაიევს სძლია.

სამწუხაროდ, თენგო ზირაქაშვილი (66 კგ) უმედლოდ დარჩა. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრა უკრაინელ ევგენი გონჩარენკოსთან 15 წამში დათმო.

კომენტარები

ბოლო ამბები