Thumbnail
  • იტალიის ნაკრებმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
  • რობერტო მანჩინიმ ნაკრების ახალი წევრები შეაქო

იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ლიეტუვას იოლად, 5:0 მოუგო - ეს "სკუადრა აძურას" ზედიზედ 37-ე წაუგებელი მატჩი გამოდგა. იტალია პირველი ნაკრები გახდა ისტორიაში, რომელმაც ასეთი სერია შემოგვთავაზა და მსოფლიო რეკორდიც ჩაიბარა.

ლიეტუვასთან რობერტო მანჩინიმ გადახალისებული შემადგენლობა ათამაშა. განსაკუთრებით კარგად თავი ახალგაზრდა თავდამსხმელებმა, მოიზე კინმა და ჯაკომო რასპადორიმ წარმოაჩინეს. მანჩინიმ მატჩის შემდეგ სწორედ მათზე ისაუბრა.

"მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, ბიჭებმა, რომლებიც მოედანზე გავიდნენ, ყველაფერს კარგი პასუხი გასცეს. ლიეტუვის ნაკრები განსაკუთრებით ძლიერი მეტოქე არ არის, მაგრამ 5 გოლის გატანა ადვილი არასდროსაა. რასპადორი მზადაა - ის ჩვენთან ერთად იყო ევროპის ჩემპიონატზეც, ხარისხი აქვს, ახალგაზრდაა და ახლა მხოლოდ გამოცდილების მიღება სჭირდება. კინმაც კარგად წარმოაჩინა თავი. ყველაფერი მათ ხელშია, თუ ისინი სერიოზულად იმუშავებენ, დიდი მომავალი აქვთ, თუმცა ეს მხოლოდ მათზეა დამოკიდებული", - თქვა მანჩინიმ.

მოიზე კინმა დუბლი შეასრულა, რასპადორიმ სადებიუტო გოლი გაიტანა

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე C ჯგუფს 14 ქულით ლიდერობს და შვეიცარიას 6 ქულით უსწრებს, მაგრამ 2 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. მანჩინის გუნდი მომდევნო მატჩს 6 ოქტომბერს, მილანში, ესპანეთთან ერთა ლიგის ოთხთა ფინალის ეგიდით ჩაატარებს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კი 12 ნოემბერს, უშუალო კონკურენტ შვეიცარიას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები