Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა მორიგი სამარცხვინო ფურცელი ჩაწერა თავის ისტორიაში - ვილი სანიოლის გუნდმა სტუმრად 1:4 წააგო ბულგარეთის გუნდთან, რომელიც ძირითადად ნაკრების სარეზერვო ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. 

გიორგი წიტაიშვილი ბულგარეთთან მატჩში აქტიურობდა, მაგრამ...

საინტერესოა, რომ უშანსო წაგებისა და ცუდი თამაშის მიუხედავად, რამდენიმე სტატისტიკურ კომპონენტში ნაკრები ცუდად არ გამოიყურებოდა. სტუმრებმა კარისკენ 17-ჯერ დაარტყეს, მასპინძლებმა - 9-ჯერ, თუმცა ზუსტ დარტყმებში ბერძნების უპირატესობაა - 7:3. საქართველოს ნაკრები ბურთს 58%-ით ფლობდა, 6 კუთხური მოაწოდა (3-ის წინააღმდეგ) და შეტევაში მეტოქეზე მეტჯერ გადავიდა. 

საინტერესო ფაქტები

📌 საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო

📌 ზედიზედ 13 გოლის გაშვების (1 - რუმინეთთან, 3 - ნიდერლანდებთან, 1 - კოსოვოსთან, 4 - ესპანეთთან, 4- საბერძნეთთან) შემდეგ, ნაკრებმა, როგორც იქნა, გაიტანა - ზურიკო დავითაშვილი.

📌 საქართველოს ნაკრებმა პირველად წააგო გიორგი ჩაკვეტაძით სასტარტო შემადგენლობაში.

📌 საქართველოს ნაკრების 4 მატჩი სოფიაში: 0:2, 2:6, 2:6, 1:4

📌 გიორგი მამარდაშვილი და საბა ხვადაგიანი ნაკრების ისტორიაში 279-ე და 280-ე ფეხბურთელები არიან.

📌 20 წლის ზურიკო დავითაშვილმა ნაკრების 290-ე გოლი, მისთვის კი პირველი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები