Thumbnail

ყატარი 2022-ის ევროპის ზონის B საკვალიფიკაციო ჯგუფში მე-6 ტურის მატჩები გაიმართა. ამ ჯგუფის მონაწილე საქართველოს ნაკრები ტურნირიდან ისვენებდა, ამიტომაც ვილი სანიოლის გუნდმა ამხანაგური მატჩი ითამაშა და სტუმრად ბულგარეთთან 1:4 განადგურდა.  

ესპანეთის ნაკრები კოსოვოს ესტუმრა და 2:0 გაიმარჯვა. პირველ ტაიმში გოლი პაბლო ფორნალსმა გაიტანა, ხოლო ბოლო წუთზე თავი ფერან ტორესმა გამოიჩინა. 

ტურის ცენტრალურ მატჩში კი საბერძნეთმა შვედეთს უმასპინძლა. გულშემატკივრებმა ძალიან კარგი მატჩი ნახეს. საბოლოოდ, საბერძნეთმა 2:1 გაიმარჯვა. 

ესპანეთი 13 ქულით ლიდერობს და შვედეთს უკვე 4 ქულით უსწრებს, თუმცა შვედეთის ნაკრები პოტენციური ლიდერია, რადგან მას ორი მატჩით ნაკლები აქვს გამართული. საქართველოს ნაკრები 1 ქულით ბოლო ადგილზეა. დღეს მან პირველი ადგილის დაკავების თეორიული შანსი დაკარგა. 

მომდევნო ტური 9 ოქტომბერს გაიმართება: საქართველო საბერძნეთს უმასპინძლებს, ხოლო შვედეთი - კოსოვოს. ესპანეთის ნაკრები ისვენებს.

კოსოვო 0:2 ესპანეთი

გოლები: 0:1 ფორნალსი (34), 0:2 ფერან ტორესი (90)

კოსოვო (4-4-2): მურიჩი - ჰადენგიონაი, რაჰმანი, ფაზლი, ვოივოდა - რაშანი, ლოშაი, დრესევიჩი, ბიტიქი - რაშიცა, მურიქი

ესპანეთი (4-3-3): სიმონი - მ. ლორენტე (86. მერინო), ი. მარტინესი, ლაპორტი, რეგილონი (86. ალბიოლი) - სოლერი (58. ასპილიკუეტა), ბუსკეტსი, კოკე - ფერან ტორესი, მორატა (72. სარაბია), ფორნალსი (58. ა. ტრაორე)

საბერძნეთი 2:1 შვედეთი

გოლები: 1:0 ბაკასეტასი (62), 2:0 პავლიდისი (78), 2:1 კვაისონი (80)

საბერძნეთი (3-4-3): ვლახოდიმოსი - ხაციდიაკოსი, მავროპანოსი, ცაველასი - ანდრუცოსი, ზეკა, ბუხალაკისი, ციმიკასი - ბაკასეტასი, პავლიდისი, დუვიკასი (71. ციოლისი)

შვედეთი (4-4-2): ოლსენი - იოჰანსონი (77. კრაფტი), ჰელანდერი (89. დანიელსონი), ლინდელიოფი, აუგუსტინსონი - კლაესონი (77. კარლსონი), ოლსონი, სვანბერგი (66. კვაისონი), ფორსბერგი - კულუშევსკი (89. ტელინი), ისაკი

 

კომენტარები

ბოლო ამბები