Thumbnail

'ეს არ უნდა გამოტოვოთ' - ტრამპი ჰოლიფილდის ჩხუბს წაიყვანს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ევანდერ ჰოლიფილდისა და ვიტორ ბელფორტის ჩხუბს დონალდ ტრამპი წაიყვანს
  • აშშ-ის ექს-პრეზიდენტის კომენტატორობის მოსმენა ფასიანი იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევანდერ ჰოლიფილდისა და ვიტორ ბელფორტის ჩხუბზე მიწვეულ კომენტატორად იმუშავებს. ჩხუბი ჰოლივუდში (აშშ, ფლორიდის შტატი) 11 სექტემბერსაა დაგეგმილი. ტრამპის მოსმენა ფასიანი იქნება და მაყურებლებს ამ პაკეტის შეძენა უკვე შეუძლიათ.

''მიყვარს დიდი ჩხუბი და მიყვარს დიდი მებრძოლები. მოუთმენლად ველოდები ამ ბრძოლას. ცხადია, მიხარია, რომ კომენტატორი ვიქნები. ეს განსაკუთრებული მოვლენა არ უნდა გამოტოვოთ'', - განაცხადა ტრამპმა.

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე ევანდერ ჰოლიფილდი რინგს 3 780-დღიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. ევანდერი მოახლოებულ ორთაბრძოლაში ასევე ყველასათვის ცნობილ მექსიკელ ოსკარ დე ლა ჰოიას ჩაანაცვლებს, რომელსაც გეგმები კორონავირუსმა აურია. რაც შეეხება ჰოლიფილდის მეტოქე ვიტორ ბელფორტს, ის UFC-ს ექსჩემპიონია ნახევრადმძიმე წონაში.

ჰოლიფილდი, რომელსაც მაიკ ტაისონი 2-ჯერ ჰყავს დამარცხებული, რინგზე დასაბრუნებლად 16 თვე ემზადებოდა. ცნობისთვის, ევანდერი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა ერთბაშად 4 ვერსიით (WBC, WBA, IBF, WBF). მას სახელოვანი კარიერის განმავლობაში 57-დან 44 ჩხუბი აქვს მოგებული, მათ შორის, 29 ნოკაუტით.

კომენტარები

ბოლო ამბები