Thumbnail

ლუის ენრიკე: ესპანეთის ნაკრები გვარდიოლაზე უკეთეს მწვრთნელს ვერ იპოვის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მსურს, ეროვნული გუნდის თამაში მისი ხელმძღვანელობით ვიხილო'
  • ლუის ენრიკემ ნაკრებში მისი საუკეთესო შემცვლელი დაასახელა

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტზე მისი საუკეთესო შემცვლელი დაასახელა. ლუის ენრიკეს აზრით, კარგი იქნება, თუკი “ფურია როხას” ინგლისური მანჩესტერ სიტის დამრიგებელი პეპ გვარდიოლა გაწვრთნის.

“ძალიან მინდა, რომ ესპანეთის ნაკრები გვარდიოლამ ჩაიბაროს. ეს ნამდვილად მომეწონებოდა. იდეალური იქნებოდა. მსურს, ეროვნული გუნდის თამაში მისი ხელმძღვანელობით ვიხილო. არ მგონია, რომ ესპანეთი მასზე უკეთეს მწვრთნელს სადმე მოძებნის”.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა. ლუის ენრიკეს გუნდმა ვილი სანიოლის შეგირდებს უკვე ორივე მატჩი მოუგო: თბილისში – 2:1, ხოლო ბადახოსში – 4:0.

ამ დროისთვის, ესპანელებს 5 ტურში 10 ქულა აქვთ და B ჯგუფის სათავეში იმყოფებიან. მე-2 ადგილზე შვედეთია 9 ქულით, მესამე კი – კოსოვო 4 ქულით. ამჟამად, ლუის ენრიკეს ნაკრები პრიშტინაში იმყოფება და დღეს კოსოვოს ეროვნულ გუნდს გაეჯიბრება.

კომენტარები

ბოლო ამბები