Thumbnail
  • ინგლისური მედია ლივერპულის მთავარ სატრანსფერო მიზანზე წერს
  • იურგენ კლოპის სიაში პირველ ადგილზე ჯუდ ბელინგემია

თუ ზამთარში, ან მომავალ ზაფხულს ეს ტრანსფერი განხორციელდა, ლივერპულში ვირჯილ ვან დაიკის რეკორდი მოიხსნება.

სატრანსფერო ფანჯარა 8 დღის წინ დაიხურა. ინგლისის პრემიერლიგის კლუბებმა ამ ზაფხულს ახალ მოთამაშეებში 1,3 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯეს და უკვე მომდევნო ტრანსფერებს გეგმავენ.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, ლივერპულის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს მომდევნო სატრანსფერო პერიოდის დროს დორტმუნდის ბორუსიას თინეიჯერი ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის გადაბირება სურს. მერსისაიდელები მზად არიან, 18 წლის ფეხბურთელში 80 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 93 მილიონი ევრო) გადაიხადონ. ეს ახალი რეკორდი იქნება, მოქმედი კი ვირჯილ ვან დაიკს ეკუთვნის, რომელიც ლივერპულმა 84 მილიონად იყიდა და კლუბის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია.

ბელინგემს, რომელიც ბორუსიამ 2020 წელს ბირმინგემიდან 23 მილიონად გადაიბირა, BVB-სთან კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს გაფორმებული. მის ხელშეკრულებაში ვადამდელი გამოსყიდვის პუნქტი არ არის გათვალისწინებული. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მერსისაიდელებს შანსი არ ექნებათ. საქმე ისაა, რომ დორტმუნდში მისი სატრანსფერო ღირებულება უკვე 55 მილიონამდე გაიზარდა და გერმანული კლუბი ბელინგემს 100 მილიონზე იაფად არ დათმობს.

ბელინგემი ერლინგ ჰაალანდთან ერთად ბორუსიას ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია

“ჯუდი სუპერ-ბიჭია - ძალიან მონდომებული, მებრძოლი და ნიჭიერი. ამასთან, მუდმივად კარგ ხასიათზეა და გუნდში დადებით ატმოსფეროს ქმნის. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და მუდმივად პროგრესირებს. ახლა მისთვის ყველაზე მთავარი სწორედ განვითარებაა და ეს კარგად ესმის. ამიტომაც არის ჩვენთან!” - ამბობს დორტმუნდელთა მთავარი მწვრთნელი მარკო როზე ახალგაზრდა ფეხბურთელზე, რომელსაც ინგლისის ეროვნულ ნაკრებში უკვე 8 მატჩი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები