Thumbnail

მაურისიო პოჩეტინომ ტოტენჰემთან გაახანგრძლივა - არგენტინელი დიდხანს დარჩება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოტენჰემმა არგენტინელ მწვრთნელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა
  • პოჩეტინო ახალ კონტრაქტს დათანხმდა, დიდი მიზნები დეზებთან ერთად

ტოტენჰემის ხელმძღვანელობამ არგენტინელ მთავარ მწვრთნელთან, მაურისიო პოჩეტინოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. არგენტინელი ინგლისელთა შეთავაზებას დათანხმდა და კლუბში კიდევ ხუთი წლის განმავლობაში იმუშავებს.

მაურისიო პოჩეტინო კლუბში 2023 წლამდე დარჩება.

მაურისიო ტოტენჰემში 2014 წლის მაისში დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ტიმ შერვუდი შეცვალა. ტოტენჰემმა მისი ხელმძღვანელობით პრემიერლიგაში გამართული 152 მატჩიდან 87 მოიგო, 36 ფრედ დაასრულა და 29-ჯერ დამარცხდა. 4-წლიანი მუშაობის პერიოდში პოჩეტინოს ყველაზე კარგ მიღწევად, 2016-2017 წლების სეზონში, პრემიერლიგაში დაკავებული მეორე ადგილი ეთვლება. არგენტინელმა პირველ სეზონში ტოტენჰემთან ერთად ლიგის თასის ფინალში გასვლა შეძლო, მაგრამ იქ ჩელსისთან 2:0 დამარცხდა.

მაურისიო პოჩეტიონო: ბედნიერი ვარ, რომ გრძელვადიანი კონტრაქტი გავაფორმე. კლუბის ისტორიაში დარჩენა მსურს. ახალ სტადიონზე ბევრი შესაძლებლობა გვექნება. მსურს, რომ ტოტენჰემთან ერთად ტიტულები მოვიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები