Thumbnail

ლეგენდა ბრუნდება! 58 წლის ჰოლიფილდის ჩხუბი ოფიციალურად დადასტურდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ევანდერ ჰოლიფილდისა და ვიტორ ბელფორტის ორთაბრძოლა 11 სექტემბერს შედგება
  • სახელოვანი ამერიკელ მოკრივე რინგზე 3 780-დღიანი პაუზის მერე გავა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე ევანდერ ჰოლიფილდი რინგს უბრუნდება და თანაც არა საჩვენებელ, არამედ “ნაღდ” ჩხუბს ჩაატარებს. 58 წლის ჰოლიფილდის მეტოქე კიდევ ერთი ვეტერანი, თუმცა, მასთან შედარებით მაინც გაცილებით ახალგაზრდა, 44 წლის ვიტორ ბელფორტი იქნება.

ეს ძალიან მოულოდნელი ამბავია, რადგანაც ევანდერს ბოლო ორთაბრძოლა 2011 წლის 7 მაისს ჰქონდა. მისი მომავალი ჩხუბი ჰოლივუდში (აშშ, ფლორიდის შტატი) 11 სექტემბერსაა დაგეგმილი, ამდენად, გამოდის, რომ ჰოლიფილდს რინგზე 3 780-დღიანი პაუზის მერე ვიხილავთ.

ევანდერი მოახლოებულ ორთაბრძოლაში ასევე ყველასათვის ცნობილ მექსიკელ ოსკარ დე ლა ჰოიას ჩაანაცვლებს, რომელსაც გეგმები კორონავირუსმა აურია. რაც შეეხება ჰოლიფილდის მეტოქე ვიტორ ბელფორტს, ის UFC-ს ექსჩემპიონია ნახევრადმძიმე წონაში.

ჰოლიფილდი, რომელსაც მაიკ ტაისონი 2-ჯერ ჰყავს დამარცხებული, რინგზე დასაბრუნებლად 16 თვე ემზადებოდა. ცნობისთვის, ევანდერი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა ერთბაშად 4 ვერსიით (WBC, WBA, IBF, WBF). მას სახელოვანი კარიერის განმავლობაში 57-დან 44 ჩხუბი აქვს მოგებული, მათ შორის, 29 ნოკაუტით.

კომენტარები

ბოლო ამბები