Thumbnail

'მამუკელაშვილის მომავალი დამაინტრიგებელია' - მილუოკის შემადგენლობა შეაფასეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

Behind the Buck Pass-მა NBA-ის ახალი სეზონის წინ, ასოციაციის ჩემპიონის, მილუოკი ბაქსის შემადგენლობა და თითოეული კალათბურთელი ცალ-ცალკე შეაფასა. ახალი სეზონიდან მილუოკი ქართველი გულშემატკივრებისთვის გამორჩეული კლუბია - მასში სანდრო მამუკელაშვილი ითამაშებს, რომელიც NBA-ის წლევანდელ დრაფტზე 54-ე ნომრად აირჩიეს.

"მაშინ, როცა მილუოკის ბირთვი შენარჩუნებულია, გენერალურმა მენეჯერმა ჯონ ჰორსტმა ეს პერიოდი იმაში გაატარა, რომ გუნდისთვის მცირე, მაგრამ იდეალური შენამატები შესძინა, რითაც გუნდი უნდა გაძლიერდეს. ეს იყო, როგორც გაცვლა, ისე თავისუფალი აგენტის აყვანა. ჰორსტმა ბევრი რამ გათვალა და წინასასეზონოდ წარმატებით გაისარჯა", - წერს საიტი. 

"ბევრის აზრით, ეს შემადგენლობა უფრო ძლიერია, ვიდრე ის, რომელმაც 50-წლიანი უტიტულო პერიოდი შეწყვიტა. მაგრამ ეს უფრო სადებატო თემაა, ყოველ შემთხვევაში, 2021/22 წლების სეზონი გამოაჩენს ამ სუბიექტური შეფასების სისწორეს" - წერს Behind the Buck Pass, რომელმაც ჩემპიონის რიგებში 17-ვე მოთამაშე ცალ-ცალკე შეაფასა.

17/16 - გეორგიოს კალაიცაკისი და სანდრო მამუკელაშვილი

პირველი ორი მოთამაშის შეფასებამ დიდი დებატები არ უნდა გამოიწვიოს, რადგან ისინი დრაფტიდან მოდიან და NBA-ში ჯერ მატჩიც არ ჩაუტარებიათ. როცა გაირკვა, რომ დრაფტის 54-ე ნომერი სანდრო მამუკელაშვილი მილუოკიში ითამაშებდა, მის შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი. ფანებმა სეტონ ჰოლის ვარსკვლავი უკეთ საზაფხულო ლიგაში გაიცნეს, სადაც თავისი პოტენციალის ფრაგმენტები გამოავლინა.

იმის გარდა, რომ მან გამოაჩინა სროლის კარგი უნარები, დავინახეთ, რომ უბადლო პასების გაკეთება შეუძლია და თავისი სიმაღლის გათვალისწინებით, მეტად საინტერესო მოთამაშეა. მამუკელაშვილი, დიდი ალბათობით, ბაქსში ცოტას ითამაშებს ამ სეზონში, მაგრამ ახალწვეულის მომავალი დამაინტრიგებელია".

კომენტარები

ბოლო ამბები