Thumbnail

'მეტი ყოველთვის უკეთესს არ ნიშნავს' - ჩეფერინი ფიფას აკრიტიკებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

უეფას პრეზიდენტ ალეკსანდერ ჩეფერინს არ მოსწონს ფიფას იდეები მუნდიალის გამართვასთან დაკავშირებით. "მეტჯერ - ყოველთვის არ ნიშნავს უკეთესს. მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში თავისი იშვიათობით არის ძალიან ფასეული. თუ მას ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩაატარებენ, ტურნირი ფასეულობას დაკარგავს", - განუცხადა ევროპული ფეხბურთის ხელმძღვანელმა ჟურნალისტ საიმონ სტოუნს.

შეგახსენებთ, რომ მაისში გაჩნდა ხმები, თითქოს, ფიფა მუნდიალის რეორგანიზებას აპირებს. კერძოდ, ტურნირი შესაძლოა, არა 4 წელიწადში ერთხელ, არამედ 2 წელიწადში ერთხელ გაიმართოს. სხვათა შორის, ამ წინადადებას ფიფას წევრი 166 ფედერაცია უჭერს მხარს. სხვათა შორის, ახალი იდეით, საერთაშორისო მატჩების რაოდენობა მცირდება, რაც კლუბებსაც აწყობს. 

თუ მუნდიალი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება, შეუძლებელია ეს არ აისახოს ევროპის ჩემპიონატის პრესტიჟზეც. უეფას პრეზიდენტს პირველ რიგში, ეს აღელვებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები