Thumbnail

'ამ გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ' - ახალი გამოწვევა ფრანკ რიბერის კარიერაში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ფრანკ რიბერი სალერნიტანაში ითამაშებს
  • 38 წლის ფრანგი ახალ გუნდს უკვე შეუერთდა

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ფრანკ რიბერი კარიერას სალერნიტანაში გააგრძელებს. სალერნოულმა გუნდნა 38 წლის შემტევი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა და 7-ნომრიანი მაისურიც გადასცა.

"სტადიო არეკიზე" სალერნიტანას 2021/22 წლების სეზონის შემადგენლობის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც 13 000 მაყურებელი დაესწრო და ტიფოზებს რიბერიმაც მიმართა. ფრანგმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა გუნდს სერია A-ში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმაროს.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვარ, ჩემს ახალ გუნდში და ახალ მწვრთნელთან ერთად. ყველას ერთი მიზანი გვაქვს - გადარჩენა. მაქსიმუმს გავაკეთებ ყველა თქვენგანისთვის და კლუბისთვის", - თქვა რიბერიმ.

შეგახსენებთ, ფრანკ რიბერიმ ბოლო ორი სეზონიც იტალიაში გაატარა, სადაც ფლორენციის ფიორენტინაში თამაშობდა და 51 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ფრანგმა ფეხბურთელმა 2007-2019 წლებში კარიერის საუკეთესო პერიოდი მიუნხენის ბაიერნში დაჰყო და 425 თამაშში თავი 124-ჯერ გამოიჩინა. მას ასევე უთამაშია ბულონში, ალეში, ბრესტში, მეცში, გალათასარაისა და მარსელში. საფრანგეთის ნაკრებში რიბერიმ 2006-2014 წლებში 81-ჯერ ითამაშა და 16 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები