Thumbnail
  • გერმანიის ნაკრების ახალი თავკაცი ცნობილია
  • კანადელი საქართველოს ნაკრებს 2005-2007 წლებში წვრთნიდა

გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 62 წლის კანადელი გორდონ ჰერბერტი დაინიშნა, მან ფედერაციასთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ევრობასკეტ 2022-ზე გერმანიას სწორედ გორდონ ჰერბერტი უთავკაცებს. მან ჰენრიკ რიოდლი შეცვალა. 

გორდონ ჰერბერტი 2005-2007 წლებში საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა

გორდონ ჰერბერტს ბუნდესნაკრებში დებიუტი 25 ნოემბერს ექნება ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ. "ძალიან ამაყი ვარ, რომ გერმანიის ნაკრების მწვრთნელი გავხდი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა. ჩვენ მოთამაშეების ფანტასტიკური ჯგუფი გვყავს. გვყავს ბევრი ვეტერანი, რომელიც შესანიშნავ ფორმაცია და ამბიციური ახალგაზრდებიც. მომდევნო წლის ევრობასკეტი ჩვენი უმთავრესი მიზანია". 

შეგახსენებთ, რომ გორდონ ჰერბერტი 2005-2007 წლებში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. მაშინ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის B დივიზიონში ასპარეზობდა. გორდონ ჰერბერტი საქართველოს ნაკრების რიგით მეხუთე მწვრთნელი იყო (ბესიკ ლიპარტელიანის, ლევან მოსეშვილის, ზურაბ ტომარაძისა და დრაჟენ ბრაიკოვიჩის შემდეგ). ნაკრებში ის კანადელმა კენ შილდსმა შეცვალა, რომელიც იგორ კოკოშკოვმა ჩაანაცვლა. ილიას ზუროსი კი ნაკრების რიგით მე-8 მწვრთნელია. 

მას მერე ჰერბერტმა პო-ორტეზში, არისში, ტორონტოში (ასისტენტი), ჰონკაში, ფრანკფურტში, ბერლინის ალბაში და კანადის ნაკრებში (ასისტენტი) იმუშავა. 2020/21 წლების სეზონში ჰერბერტი რუსულ ავტოდორს ხელმძღვანელობდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები