Thumbnail
  • ტურნირის ჩემპიონები აივენგო რიკაძე, ლაშა გობაძე და გიორგი მელია გახდნენ
  • გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მე-2 ადგილი დაიკავა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები აივენგო რიკაძე (82 კგ.), ლაშა გობაძე (87 კგ.) და გიორგი მელია (97 კგ.) რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართული ტრადიციული საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონები გახდნენ.

იონ კორნიანუსა და ლადისლაუ სიმონის მემორიალზე ოქროს მედლისთვის გელა ბოლქვაძესაც (77 კგ.) უნდა ებრძოლა, მაგრამ ტრავმის გამო ფინალში საჭიდაოდ აღარ გასულა.

გიორგი მელია კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა

სათქმელია ისიც, რომ 87 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში შეჯიბრება ქართული ფინალით დასრულდა – გობაძემ თორნიკე ძამაშვილს მოუგო. ბრინჯაოს მედლებს ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ,) და ვალერიან მურვანიძე (97 კგ.) დაეუფლნენ.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები