Thumbnail

გიორგი აბურჯანია: სანიოლის დავალებები ვერ შევასრულეთ, ეს თამაში გაკვეთილი იქნება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბადახოსში, ესპანეთის ნაკრებთან 0:4 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი აბურჯანიამ გააკეთა. მისი თქმით, ფეხბურთელებმა მწვრთნელის დავალებები ვერ შეასრულეს და ეს მატჩი გაკვეთილად უნდა გამოიყენონ.

გიორგი აბურჯანია: "ძალიან რთული თამაში გამოვიდა. შედეგით და თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ვარ. სამწუხაროდ, მწვრთნელის დავალებები ვერ შევასრულეთ. ვფიქრობ, რომ პრობლემა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ერთადერთი კარგი ისაა, რომ სამ დღეში კვლავ თამაში გვაქვს და შანსი გვექნება, ხასიათი გამოვიკეთოთ. ჩემი აზრით, ბულგარეთის წინააღმდეგ ახალ მოთამაშეებს მიეცემათ შანსი. ​ესპანეთის წინააღმდეგ განცდილი მარცხი გაკვეთილად უნდა გამოვიყენოთ, ბევრი ვიმუშაოთ და შემდეგ თამაშებში უკეთ ვიასპარეზოთ".

შეგახსენებთ, რომ B ჯგუფს ესპანეთის ნაკრები ლიდერობს 10 ქულით, მაგრამ შვედეთთან შედარებით 2 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. სკანდინავიელები 9 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფებიან. მე-3 პოზიციას კოსოვო იკავებს (4 ქულა), მეოთხეს - საბერძნეთი (3 ქულა), საქართველო კი ერთადერთი ქულით ბოლო საფეხურზეა.

B ჯგუფში შესარჩევი ეტაპის მატჩები 8 სექტემბერს გაიმართება, მაგრამ საქართველო ისვენებს და თავისუფალ ფანჯარას სოფიაში, ბულგარეთთან ამხანაგური შეხვედრით შეავსებს.

კომენტარები

ბოლო ამბები