Thumbnail

ბადახოსის კატასტროფის მთავარი ფაქტები, სტატისტიკა და შეფასებები

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

საქართველოს ნაკრებმა ბოლო წლებში ერთ-ერთი უსუსტესი მატჩი ჩაატარა და სტუმრად ესპანეთთან უშანსოდ, 0:4 წააგო. ხუთი ტურის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდი ბოლო ადგილზეა ჯგუფში და მხოლოდ 1 ქულა აქვს...

გუნდმა, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, ძალზე ექსპერიმენტული სასტარტო შემადგენლობით გამოვიდა ბადახოსის "ესტადიო ვივეროზე", პირველ ტაიმში კარისკენაც საერთოდ ვერ დაარტყა - შესვენებისთვის საქართველოს ნაკრებს ბურთი 19.9%-ით "ეჭირა" - ეს საოცრად ცოტაა.

გიორგი ჩაბრაძისა და პაბლო სარაბიას დუელი

ესპანელებმა ჯამში ლორიას კარში 6 გოლი გაიტანეს, რომელთაგანაც, საბედნიეროდ, ორი არ ჩაითვალა. ამ ორ შემთხვევაში სანიოლის ნაკრები VAR-მა იხსნა. ამ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ანტირეკორდს გაიფორმებდა - 6 ბურთის სხვაობით გუნდს არასდროს წაუგია.

საბოლოოდ, სტუმრებმა ესპანელთა კარისკენ 5-ჯერ დაარტყეს (ყველა მეორე ტაიმში), აქედან სამჯერ კარში ზუსტადაც (აზაროვი, მიქაუტაძე, დავითაშვილი). ესპანელებმა კარისკენ 14-ჯერ დაარტყეს, 8 ლორიას კარში წავიდა, ნახევარი კი გოლად იქცა.

საბოლოოდ, ბურთის ფლობა 69%-31% (უეფას ვერსია) გაფორმდა, თუმცა საკმაოდ კომპეტენტური WhoScored.com 75%-25%-ს წერს. ისეთი თამაში გამოდგა, რომ წაგებულმა გუნდმა სულ 4-ჯერ დაარღვია წესები (2 ყვითელი ბარათი). ესპანელებმა 792 ზუსტი პასი გააკეთეს, სტუმრებმა - 219 (3.6-ჯერ ნაკლები). 

სოლერის გოლი ლორიას კარში

ესპანელთა რიგებში ძალიან მაღალი შეფასებები მიიღეს გაიამ და სარაბიამ - 8.3, ასევე სოლერმა - 82. თითქმის 8 ქულა ჰქონდა ფერან ტორესსაც. ქართველ ფეხბურთელებს კი ძალზე დაბალი შეფასებები აქვთ, რაც სავსებით ლოგიკურია. 

ქართველთაგან ყველაზე მეტჯერ კარისკენ დავითაშვილმა დაარტყა (2); მიქაუტაძის ანგარიშზე 2 მნიშვნელოვანი პასია; დავითაშვილმა 2 საჰაერო დუელი მოიგო (სხვა არავინ არც ერთი); ყველაზე მეტჯერ ბურთს შეეხო ჩაბრაძე - 50; კაკაბაძის ანგარიშზე 3 წარმატებული დრიბლინგია; ყველაზე მეტი პასი გააკეთა კაშიამ - 33. 

საქართველოს ნაკრების შეფასებები. WhoScored.com

ლორია - 6.1; ჩაბრაძე - 6.0; კაშია - 5.4; ლოჩოშვილი - 5.8; გიორბელიძე - 6.4; დავითაშვილი - 6.0; მამუჩაშვილი - 5.5; კანკავა - 5.7; აბურჯანია - 5.7; აზაროვი - 6.2; ზარია - 5.8
შეცვლაზე შესულები: მიქაუტაძე - 6.2; ალთუნაშვილი - 6.2; ჩაკვეტაძე - 6.3; კაკაბაძე - 6.7.  

საინტერესო ფაქტები

📌 საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ეგიდით ბოლოს მატჩი 2012 წლის 7 სექტემბერს მოიგო - ორ დღეში 9 წელი ხდება, რაც ნაკრებს ამ ტურნირზე ერთი შეხვედრაც არ მოუგია,

📌 მუნდიალზე მოუგებელი სერია უკვე 22 მატჩს შეადგენს.

📌 ვილი სანიოლის თავკაცობით საქართველოს ნაკრებს ჯერ ოფიციალური მატჩი არ მოუგია.

📌 ზედიზედ მესამე მატჩია, რაც საქართველოს ნაკრები ისე აგებს, რომ გოლი ვერ გააქვს. 

📌 სულ ნაკრებმა 256 მატჩიდან 76 მოიგო, 55 ფრედ დაასრულა და 125 დათმო. გოლები: 289:364.

📌 ჯაბა კანკავამ საქართველოს ნაკრების მაისურით 98 მატჩი გამართა, გურამ კაშიამ - 89. 

📌 ესპანეთთან მატჩში დებიუტი ჰქონდათ: ლოჩოშვილს, ზარიას, მამუჩაშვილსა და ალთუნაშვილს.   

კომენტარები

ბოლო ამბები