Thumbnail

3 წელი წაუგებლად! იტალიის ნაკრებმა მსოფლიო რეკორდი გაიმეორა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • შვეიცარია 0:0 იტალია
  • 'სკუადრა აძურა' ბოლოს 2018 წლის 10 სექტემბერს პორტუგალიასთან დამარცხდა

იტალიის ნაკრებმა ისტორია გადაწერა და ზედიზედ 36 მატჩი არ წააგო, რაც მსოფლიო ფეხბურთის რეკორდია!

ევროპის მოქმედი ჩემპიონი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბაზელში, შვეიცარიის ნაკრებს უგოლოდ დაუზავდა, რის შედეგადაც 36-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

როგორც მინიმუმ, იტალიელებმა მსოფლიო რეკორდი გაიმეორეს - საქმე ისაა, რომ სხვადასხვა წყაროების ცნობით, ბრაზილიის ნაკრებს 1993-1996 წლებში ასევე 36 მატჩი არ ჰქონდა წაგებული, თუმცა, არსებობს ცნობა, რომ ბრაზილიელთა სერია 35 თამაში გრძელდებოდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, "სკუადრა აძურამ" რეკორდი გაიმეორა და სულ რაღაც 3 დღე აშორებს, რომ ეს უნიკალური შედეგი ხელში მარტომ ჩაიგდოს. იტალია 8 სექტემბერს ლიეტუვას უმასპინძლებს და ძალზე რთული წარმოსადგენია, რომ წააგოს.

𝑹𝑬𝑪𝑶𝑹𝑫 𝑩𝑹𝑬𝑨𝑲𝑬𝑹𝑺 3️⃣6️⃣ 🇮🇹 Nazionale Italiana di Calcio now hold the record for most games unbeaten! #WorldCup

Posted by FIFA World Cup on კვირა, 05 სექტემბერი, 2021


"სუადრა აძურამ" ბოლოს 2018 წლის 10 სექტემბერს პორტუგალიასთან წააგო (0:1) და მას მერე 36 თამაშიდან 29 მოიგო, 7-ჯერ კი ფრეს დასჯერდა.

რობერტო მანჩინის გუნდი ამ პერიოდში ევროპის ჩემპიონიც გახდა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს - ბელგიასთან ევრო 2020-ის მეოთხედფინალში გამარჯვების შემდეგ აპენინელები ესპანეთს (1:1), ინგლისს (1:1), ბულგარეთს (1:1) და შვეიცარიას (0:0) დაუზავდნენ.

"სკუადრა აძურას“ 2022 წლის მუნდიალზე გასვლის საკითხიც არ აქვს გადაჭრილი და ჯგუფში დარჩენილი 3 მატჩი აუცილებლად უნდა მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პლეი ოფის გზით მოუწევს ყატარის საგზურისთვის ბრძოლა.

კომენტარები

ბოლო ამბები