Thumbnail

რომიდან ლონდონამდე | უეფამ ევრო 2020 ევროპის 12 ქალაქზე გაანაწილა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კონტინენტის პირველობას პირველად ისტორიაში უეფას 12 წევრი ქვეყანა უმასპინძლებს
  • უეფას აღმასკომის სხდომაზე ევრო 2020-ის ფინალური სტადიის კალენდარი დადგინდა

უეფას აღმასკომის სხდომაზე ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი ოფების შეხვედრების მასპინძელი ქალაქები გაირკვა.

კონტინენტის მომავალი პირველობა, რომლის ფინალურ სტადიაზე კვლავაც 24 ნაკრები იბრძოლებს, ისტორიაში პირველად უეფას 12 წევრი ქვეყნის 12 ქალაქში გაიმართება. ტურნირის მატჩები რომში, ბაქოში, სანკტ პეტერბურგში, კოპენჰაგენში, ამსტერდამში, ბუქარესტში, ლონდონში, გლაზგოში, ბილბაოში, დუბლინში, მიუნხენსა და ბუდაპეშტი გაიმართება. 

ევრო 2020-ის ნახევარფინალებსა (7 და 8 ივლისი) და ფინალს (12 ივლისი) ლონდონი, "უემბლის" სტადიონი უმასპინძლებს. 

¼-ფინალურ შეხვედრებს სანკტ-პეტერბურგი, მიუნხენი (ორივე 3 ივლისს), რომი და ბაქო (ორივე 4 ივლისს) მიიღებენ. 

⅛-ფინალური მატჩები ამსტერდამში, ლონდონში (ორივე 27 ივნისს), ბილბაოში, ბუდაპეშტში (ორივე 28 ივნისს), კოპენჰაგენში, ბუქარესტში (29 ივნისს), გლაზგოსა და დუბლინში (ორივე 30 ივნისს) გაიმართება. 

მანამდე ევროპის 12-ივე ქალაქი ჯგუფური ეტაპის 3-3 თამაშის მასპინძელი იქნება, ევრო 2020-ის გახსნის მატჩი კი 12 ივნისს, რომის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. ჯგუფური ეტაპი 24 ივნისს დასრულდება.

ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 2018 წლის 2 დეკემბერს, დუბლინში ჩატარდება.

მარტივი ახსნა: როგორ მოვხვდეთ ევრო 2020-ზე

კომენტარები

ბოლო ამბები