Thumbnail

სუმოს ასოციაციის ტვიტერი | ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული, სავარაუდოდ, გაინაღდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

იაპონიის სუმოს ასოციაციის ოფიციალურ ტვიტერმა გაიზიარა AbemaTV-ის ვიდეორგოლი - ტოჩინოშინის დღევანდელ ჭიდაობა დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოსთან. 

"ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება ჰაკუჰოზე ათი წლის განმავლობაში. ზედიზედ მე-12 გამარჯვება ბაშოზე. ოძეკის ტიტული საკითხი თითქმის გარკვეულია", - იუწყება კომენტარი ამ ვიდეოზე.

ის, რომ ლევან გორგაძემ ყველა ოფიციალური თუ არაოფიციალური წინაპირობა შეასრულა საიმისოდ, რომ სუმოს იერარქიაში მეორე წოდება - ოძეკობა (ჩემპიონის რანგი) მიიღოს, ყველასთვის ცნობილია, თუმცა ამ შემთხვევაში, წყარო ოფიციალურია, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია.

ბაშოს დასრულებისთანავე სპეციალური კომიტეტი შეიკრიბება, რომელიც ლევანის დაწინაურების საკითხს განიხილავს და ტოჩინოშინი სუმოს ისტორიაში მესამე ევროპელი ოძეკი გახდება ბულგარელი კოტოოშუსა და ესტონელი ბარუტოს შემდეგ.

მოიგებს ზედიზედ მე-13 ბრძოლას?

ტოჩინოშინმა ყველა პირობა შეასრულა

ლევან გორგაძემ ბოლო 3 ბაშოზე აუცილებელი 33 მოგება მოაგროვა.

სინამდვილეში, უკვე მეტიც აქვს - 36 მოგება, ყველაზე მეტი 2018 წელს.

ბოლო სამიდან მან ერთი ბაშო სულაც მოიგო 14-1 ბალანსით.

ყველა, სამივე ბაშოზე შეასრულა მინიმუმ 10 მოგება, რაც ასევე მნიშვნელოვანია.

გადამწყვეტ ბაშოზე აჯობა მასზე მაღალი რანგის სუმოისტს - დღეს ჰაკუჰო დაამარცხა.

ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი ბოლო დღემდე შეინარჩუნებს იმპერატორის თასის მოპოვების შანსს.

მისი სუმოს სტილი ბოლო ბაშოზე შთამბეჭდავია.

კომენტარები

ბოლო ამბები