Thumbnail
  • ლამარკუს ოლდრიჯმა გულის პრობლემების გამო კარიერა აპრილში დაასრულა
  • ახალი კვლევების შემდეგ, ექიმებმა მას NBA-ში დაბრუნების საშუალება მისცეს
  • ვეტერანი კალათბურთელი ერთი წლის განმავლობაში ბრუკლინში ითამაშებს

ოფიციალურად ლამარკუს ოლდრიჯი კალათბურთს დაუბრუნდა და კარიერას ბრუკლინ ნეტსის რიგებში გააგრძელებს. ვეტერანი კალათბურთელის დაბრუნების შესახებ ბრუკლინმა სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა.

36 წლის სპორტსმენმა პროფესიული კარიერის დასრულება, აპრილში, გულის არითმიის გამო გადაწყვიტა. თუმცა გამოკვლევების შედეგად მას ექიმებმა NBA-ში დაბრუნების და თამაშის ნებართვა მისცეს.

"აპრილში პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება, იმ დროისთვის ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე გონივრული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ რამდენიმე ტესტმა ექიმები, მე და ნეტსი დაგვარწმუნა იმაში, რომ მე მზად ვარ NBA-ში დავბრუნდე. ბრუკლინში გატარებული მოკლე დრო ძალიან მომეწონა და აღფრთოვანებული ვარ, რომ კვლავ შევუერთდები გუნდს ჩემპიონობისთვის", - განაცხადა ოლდრიჯმა.

ვეტერანმა ამერიკელმა კალათბურთელმა ბრუკლინთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით ლამარკუს ოლდბრიჯი ამ დროის განმავლობაში ხელფასის სახით 2.6 მილიონ დოლარს მიიღებს.

ლამარკუს ოლდრიჯმა კარიერა ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო, როდესაც დრაფტზე მე-2 ნომრად აირჩიეს. 2015 წლამდე ის პორტლენდის ღირსებას იცავდა, 2015-2021 წლებში კი სან ანტონიოში თამაშობდა. წლეულს, გაზაფხულზე მისი და სპერსის გზები გაიყარა და ლამარკუსმა კონტრაქტი ნეტსთან გააფორმა, თუმცა, ბრუკლინელთა მაისურით მხოლოდ 5 მატჩის ჩატარება მოასწრო.

ცნობისთვის, ოლდრიჯი NBA-ს “ყველა ვარსკვლავთა მატჩის” 7-გზის (2012-16, 2018, 2019) მონაწილეა. 2-ჯერ (2015, 2018) ლიგის რეგულარული სეზონის მე-2 სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა, 3-ჯერ (2011, 2014, 2016) კი – მე-3 ხუთეულში. 15 სეზონის განმავლობაში ოლდრიჯს დაახლოებით 211 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 34.2 წუთი, 19.4 ქულა, 8.2 მოხსნა, 2.0 პასი, 1.1 დაფარება. ლამარკუსი თამაშიდან 49.1%-იანი მაჩვენებლით ესროდა.

კომენტარები

ბოლო ამბები