Thumbnail

წყალბურთი | დინამო თბილისის მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა
  • დინამო თბილისის 4 მეტოქე ჯგუფურ ეტაპზე ცნობილია და ორიც მალე გაირკვევა

იტალიის დედაქალაქ რომში წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა, სადაც დინამო თბილისის მეტოქეები გაირკვა. ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე A ჯგუფში მოხვდა, სადაც დინამოს 4 მეტოქე ცნობილია, ხოლო კიდევ ორ მეტოქეს საკვალიფიკაციო ეტაპი გაარკვევს.

დინამო თბილისის წინააღმდეგ ჯგუფში ფერენცვაროში (უნგრეთი), ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი), ნოვი ბეოგრადი (სერბეთი), ბარსელონეტა (ესპანეთი), რადნიჩკი (სერბეთი) და ის ორი გუნდი ითამაშებს, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპს გაივლიან.

დინამოს მართლაც ურთულესი ჯგუფი შეხვდა. ქართველი წყალბურთელები სეზონის პირველ მატჩს ბერძნულ ოლიმპიაკოსთან სტუმრად გამართავენ.

გიორგი ხვედელიანი ( დინამო თბილისის პრეზიდენტი): ძალიან რთულ ჯგუფში მოხვდით, ხუთივე გუნდი გრანდია, მაგრამ შანსი გვაქვს, რომ ამ გუნდებს შესაბამისი კონკურენცია გავიაროთ. მოთამაშეები უფრო მოტივირებულები იქნებიან, რადგანაც 14 შეხვედრის გამართვა მოგვიწევს. ვფიქრობ, რომ გამოცდილების მიღებასთან ერთად, საკმაოდ კარგ შედეგებსაც ვაჩვენებთ.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სეზონი 26 ოქტომბერს დაიწყება. 8-გუნდიანი ჯგუფიდან 4 საუკეთესო მომდევნო ეტაპზე გავა და ისინი რვათა ფინალში იასპარეზებენ, რომელიც ბელგრადში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები