Thumbnail
  • ტოკიოში ბოლო ქართველმა პარასპორტსმენმა - ლადო ჭინჭარაულმა იასპარეზა
  • საქართველოს გუნდმა პარალიმპიადაზე სამი ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო
  • ვიცე-ჩემპიონები რევაზ ჩიკოიძე, ინა ქალდანი და ნინა თიბილაშვილი გახდნენ

საქართველომ ტიკიოს პარალიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა. თამაშებზე ქართული დელეგიაციის ბოლო წარმომადგენელი პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული იყო, რომელიც R9 კატეგორიაში, 50 მეტრზე სროლაში გამოვიდა. ჭინჭარაულმა საკვალიფიკაციო ეტაზე 616.7 ქულა დააგროვა, 30 მონაწილეს შორის მე-20 ადგილი დაიკავა და ფინალში გამსვლელ 8 საუკეთესოს შორის მოხვედრა ვერ შეძლო.

ტოკიოში საქართველოს ორი ვერცხლი პარაძიუდოისტებმა მოუტანეს

შეგახსენებთ, რომ ტოკიოში პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტოს დაიწყო და 5 სექტემბერს დასრულდება. საქართველო იაპონიაში 14 პარასპორტსმენით ჩავიდა, თუმცა პარაძიუდოისტ ზვიად გოგოჭურს ცნობილი სკანდალის (სასტუმროს დაცვის თანამშრომელთან ფიზიკური დაპირისპირება) გამო აკრედიტაცია თამაშების დაწყებამდე ჩამოართვეს და საბოლოოდ, პარალიმპიადაზე 13 ქართველი პარასპორტსმენი სპორტის 6 სახეობაში გამოვიდა - ეტლით ფარიკაობაში, პარაძიუდოში, პარაწოლჭიმში, პარაცურვაში, პარასროლასა და პარამძლეოსნობაში.

ნინა თიბილაშვილი ტოკიოში ვიცე-ჩემპოიონი გახდა

საქართველომ ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ვიცე-ჩემპიონები პარაძიუდოისტები რევაზ ჩიკოიძე და ინა ქალდანი და ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო პარალიმპიადებზე 2008 წლიდან გამოდის და ეს ჩვენი ქვეყნისთვის მეოთხე თამაშები იყო. აქამდე ერთადერთი მედალი - ოქრო, რიოს 2016 წლის თამაშებზე პარაძიუდოისტ ზვიად გოგოჭურს ჰქონდა მოპოვებული.

კომენტარები

ბოლო ამბები