Thumbnail

შავი ლომის მატჩების განრიგი ახალ ტურნირზე ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • შავი ლომი ოქტომბერსა და დეკემბერში 3-3 შეხვედრას გამართავს
  • ქართული კლუბის ჯგუფში 2 გუნდი რუსულია და ერთი კლუბი ისრაელს წარმოადგენს

პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’, რაგბი ევროპის სუპერთასის ჯგუფური ეტაპის 3-3 შეხვედრას ოქტომბერსა და დეკემბერში გამართავს.

რაგბი ევროპის მიერ ორგანიზებული, ახალი საკლუბო ტურნირი სექტემბერში იწყება. 'შავ ლომს' პირველი 2 თამაში ისრაელის 'თელავივ ჰითთან'  სექტემბერში უნდა გაემართა, თუმცა კოვიდ-პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა შეზღუდვებმა გეგმები შეცვალა.

შეგახსენებთ, სუპერთასის პირველ გათამაშებაში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებში არიან გაწევრიანებული. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები შინ და გარეთ, ექვს ტურად იმართება, რის შემდეგაც თითოეული ჯგუფის ორ-ორი გამარჯვებული ნახევარფინალში გადის. ნახევარფინალური ეტაპი აპრილშია ჩანიშნული, იქ გამარჯვებული გუნდები კი თასისათვის მაისში იბრძოლებენ.

შავი ლომის განრიგი რაგბი ევროპის სუპერ თასზე - 2021/2022

I ტური - შავი ლომი (საქართველო) – თელავივ ჰითი (ისრაელი) (16 ოქტომბერი)
II ტური - თელავივ ჰითი (ისრაელი) – შავი ლომი (საქართველო) (18 დეკემბერი)
III ტური - ლოკომოტივი პენზა (რუსეთი) – შავი ლომი (საქართველო) (23 ოქტომბერი)
IV ტური - ენისეი-სტმ (რუსეთი) – შავი ლომი (საქართველო) (30 ოქტომბერი)
V ტური - შავი ლომი (საქართველო) – ლოკომოტივი პენზა (რუსეთი) (4 დეკემბერი)
VI ტური - შავი ლომი (საქართველო) – ენისეი-სტმ (რუსეთი) (11 დეკემბერი)

კომენტარები

ბოლო ამბები