Thumbnail

პეტრაკოვი: ისინი ბაყაყებს ჭამენ, ჩვენ - არა! განსხვავება მხოლოდ ეს არის

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • უკრაინის ნაკრების მწვრთნელი საფრანგეთთან გამარჯვებას გეგმავს
  • ოლეკსანდრ პეტრაკოვმა მატჩის წინ თავისი გუნდი გაამხნევა

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უკრაინის ნაკრები მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთს უმასპინძლებს. ეს ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია!

უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა ოლეკსანდრ პეტრაკოვმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მის ფეხბურთელებს ფრანგების ოდნავადაც არ უნდა ეშინოდეთ, რადგან ფრანგებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც უკრაინელები. თუმცა პეტრაკოვმა ერთი განსხვავება მაინც აღნიშნა...

"ყაზახეთთან მატჩის შემდეგ გასახდელში შევედი და ბიჭები გავამხნევე. ვუთხარი, რომ საფრანგეთის ნაკრების დამარცხება შეგვიძლია. ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და არავისი შეგვეშინდეს. ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვენ, უბრალოდ, ფრანგები ბაყაყებს ჭამენ, ჩვენ კი - არა. სულ ეს არის", - აღნიშნა მან.

უკრაინის ნაკრებს 4 მატჩში 4 ქულა აქვს (ოთხივე ფრე), ხოლო საფრანგეთმა ასევე 4 თამაშში 8 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველ ადგილზეა. უკრაინისა და საფრანგეთის ნაკრები გუნდები ერთმანეთს პირველ ტურში უკვე შეხვდნენ - საფრანგეთში გამართული მატჩი 1:1 დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები